ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 13 – 19 ნოემბერი

№47

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 13.11

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

 კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

გაიზრდება თქვენი მომხიბვლელობა. სხვის მაგივრად საქმეებს ნუ შეასრულებთ. სასიყვარულო სფეროში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. მოგზაურობა შთაბეჭდილებებით აღსავსე იქნება. გააღვიძებს თქვენში რომანტიზმს და მგრძნობელობას.

კურო ♉

მეტი დრო დაუთმეთ პირად პრობლემებს, სასიყვარულო ურთიერთობას, გარეგნობის გაუმჯობესებასა და ავტორიტეტის ამაღლებას. დრო ხელს უწყობს დამატებითი ცოდნისა და განათლების მიღებას. გადაადგილებებმა შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს თქვენი გეგმები და მიზნები.

ტყუპები ♊

კარგი დროა პეროფესიული საქმიანობისა გასაუმჯობესებლად. თქვენი შრომით ნელა, მაგრამ წარმატებულად ივლით მიზნისაკენ. საყვარელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა და თანაგრძნობა დასჭირდება. ეცადეთ ზედმეტი ენერგია არ ხარჯოთ. ხშირად დაისვენეთ.

კირჩხიბი ♋

კარგი დროა მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად. არ გარისკოთ და არ დაარღვიოთ კანონი. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კამათს. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, დროულად მიმართეთ ექიმს.

ლომი ♌

შინაგანი წონასწორობა დაგეხმარებათ სირთულეების წარმატებით გადალახვაში და მიზნების მიღწევაში. ადვილად დასძლევთ ბარიერებს. სიყვარულში ძალზე ერთგული იქნებით და დაეხმარებით რჩეულს პრობლემების მოგვარებაში. დადებითად ჩაივლის მოგზაურობაც.

ქალწული ♍

ერთობლივ ფინანსებთან დაკავშირებული საქმე მოგებიანი იქნება, ოღონდ წესრიგში მოიყვანეთ იურიდიული და ფინანსური საბუთები. ახალი სასიყვარულო კავშირი ღრმა გრძნობებსა და სულიერ ერთიანობას გიქადით. მოგზაურობასთან დაკავშირებით შეიძლება ახალი სურვილები გაგიჩნდეთ.

სასწორი ♎

ხელსაყრელი პერიოდია იურიდიული და ოფიციალური საქმეების მოსაგვარებლად. რომანტიულ ურთიერთობებში შესაძლოა მოისურვოთ უჩვეულო გამოცდილების მიღება, რაც ბედ-იღბლის რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს. მოგზაურობა დადებითად ჩაივლის.

მორიელი ♏

მეტად უსმინეთ შინაგან ხმას. ახალი ნაცნობობა მოგვიანებით კარგ მეგობრობაში გადაიზრდება. მოიმატებს სასიყვარულო კავშირებისა და შეხვედრების რაოდენობა. ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობა შესაძლოა დიდ ხანს გაგრძელდეს. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, ქორწინებისათვის და მოგზაურობისათვის.

მშვილდოსანი ♐

კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად და პროფესიული დონის ასამაღლებლად. საყვარელ ადამიანთან თუ არ იქნებით თბილი და გულღია, შესაძლოა ურთიერთობა ჩიხში შეიყვანოთ და დაცილების პროცესი დაიწყოთ.

თხის რქა ♑

სახლისა და ოჯახის წევრების საქმეები მთლიანად თქვენს პასუხისმგებლობას დაეყრდნობა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შესაძლოა საიდუმლოებით ფარული, მაგრამ ძალზე სასიამოვნო იყოს. შემცირდება გადაადგილებების რაოდენობა.

მერწყული ♒

ბევრი გადაადგილებები და კონტაქტები დამღლელი, მაგრამ მხიარულების მომტანი იქნება. საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობების შესანარჩუნებლად ეცადეთ გაითვალისწინოთ მათი აზრი.

თევზები ♓

კარგი დროა როგორც პირადი ცხოვრებისთვის, ისე ბიზნესისთვის. გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეთ ყველა წვრილმანი. ერიდეთ საიდუმლო და საეჭვო საზოგადოებას. საყვარელ ადამიანთან ნუ იკამათებთ. მოგზაურობა დადებითად აისახება თქვენს შინაგან სამყაროზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი