კვირის პროგნოზი 31 ოქტომბერი - 6 ნოემბერი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 31.10, 2022 წელი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇
ვერძი ♈
ოჯახში, ეცადეთ შეინარჩუნოთ სტაბილურობა. გამოიყენეთ მოცემული დრო სამსახურში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და პოზიციის გასამყარებლად. ახალი საქმე და წამოწყებები კარგად გაიაზრეთ, მაგრამ ჯერ ნუ დაიწყებთ. მოგზაურობა, სასურველია გადადოთ.
კურო ♉
წინასწარ აირჩიეთ მიზანიც და სამოქმედო ტაქტიკაც. ამ შემთხვევაში, კარგ შემოსავალსაც მიიღებთ. სასიყვარულო სფეროში ცვლილებებს ერიდეთ, რათა დამატებითი პრობლემა არ გაგიჩნდეთ. დასასვენებლად გამგზავრება კი, ოჯახის წევრებთან ერთად სჯობს.
ტყუპები ♊
ეცადეთ, მოიპოვოთ ხელმძღვანელებისა და კოლეგების მხარდაჭერა. საოჯახო ურთიერთობებში, უსიამოვნებები დაუკავშირდება საიდუმლო ინფორმაციის გამოაშკარავებას. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში, ეცადეთ დროულად გამოხატოთ გრძნობები.
კირჩხიბი ♋
მოიკრიბეთ ძალები, ყველაფერი კარგად გააანალიზეთ და არ გადაუხვიოთ დასახულ მიზანს. მოგიწევთ ბევრ ადამიანებთან კონტაქტი, რაც დამღლელი, მაგრამ მომგებიანი აღმოჩნდება თქვენი კარიერისა და ფინანსური მდგომარეობისთვის. საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა, თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
ლომი ♌
ნუ გარისკავთ, ნუ აიღებთ კრედიტებს და სათუთად მოეპყარით სასიყვარულო პარტნიორს. მოერიდეთ ბევრ ხალხთან ურთიერთობას. ეცადეთ, თავი შეიკავოთ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გამგზავრებისგან. ყურადღებით იყავით ცეცხლთან და ელექტროობასთან.
ქალწული ♍
თავს ენერგიულად იგრძნობთ და გაგიჩნდებათ ახალი გეგმების განხორციელების სურვილი. გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობაც, თუმცა მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. მოგზაურობა სარისკოა, რადგან არსებობს გაუთვალისწინებელი მოვლენების ალბათობა.
სასწორი ♎
სიფრთხილე გმართებთ ახალ ნაცნობებთან. სასიყვარულო ურთიერთობისთვის დრო შესაძლოა არ დაგრჩეთ, რაც პარტნიორის ეჭვსა და უკმაყოფილებას გამოიწვევს. კარგი იქნება თუ დრო და დრო დაისვენებთ და რიგიანად იძინებთ, რათა აღიდგინოთ დახარჯული ენერგია.
მორიელი ♏
მეტად ემოციური და მგრძნობიარე გახდებით როგორც მოვლენების, ისე ადამიანების მიმართ. ნურავის მოატყუებთ, რათა არ დაკარგოთ გარშემომყოფების პატივისცემა და ერთგულება. ეცადეთ იაქტიუროთ და იმოქმედოთ ადრე დასახული გეგმის მიხედვით.
მშვილდოსანი ♐
არახელსაყრელი დროა ფინანსური გარიგებებისათვის. უცხოელი პარტნიორებისაგან მიღებული დაპირებები, ან შემოთავაზებები მომავალში კარგ პერსპექტივებს გპირდებათ. საყვარელ ადამიანთან არსებული გაუგებრობა, სჯობს დროულად გაარკვიოთ.
თხის რქა ♑
ერიდეთ ინტრიგებს, ფარულ საქმეებს, რისკს და ახალ ხელშეკრულებებს. მეტი წინდახედულობა გმართებთ. მოსალოდნელია ბევრი საქმიანი შეხვედრა, გადაადგილებები, ურთიერთობები. შორეული მოგზაურობა კი, დროებით სჯობს გადადოთ.
მერწყული ♒
მოერიდეთ ფარულ საქმიანობას, განსაკუთრებით ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან. ოჯახში დაძაბული საუბრები და გულგრილი დამოკიდებულება გაიძულებთ თავი აარიდოთ კონფლიქტებს და ბევრი დრო დაჰყოთ მეგობრებისა გარემოცვაში, ან სამსახურში. ერიდეთ მოგზაურობებს.
თევზები ♓
ძველი კავშირების დახმარებით, შესაძლოა სამომავლოდ მომგებიანი საქმეები დაისახოთ, თუმცა ცვლილებების განსახორციელებლად, ეს დრო არახელსაყრელია. ოჯახის წევრების რჩევებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. ეცადეთ, გააუმჯობესოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან