ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 30 ივნისი-6 ივლისი

№26

ავტორი: „თბილისელები“ 10:00

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

პარტნიორებთან ერთობლივად დაწყებული საქმეები, მომავალში სასიკეთოდ წარიმართება. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. არ არის რეკომენდებული ფულის ვალში აღება. სულიერ კომფორტს მოგიტანთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა.

კურო ♉

შემოსავალს მოგიტანთ საშუამავლო საქმიანობა. დადებითად ჩაივლის მოგზაურობა და შეხვედრები. ახალი სასიყვარულო და საქმიანი პარტნიორული ურთიერთობები, დიდ სიამოვნებას მოგგვრით და გაგამხნევებთ.

ტყუპები ♊

დასახული მიზნის მისაღწევად, მთელი თქვენი ენერგიის კონცენტრირებაა აუცილებელი. სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობები ჰარმონიას გპირდებათ. მეტი ყურადღებაა საჭირო ჯანმრთელობის მიმართ.

კირჩხიბი ♋

დამოუკიდებლად საქმეებს ნუ შეასრულებთ. პირად ურთიერთობებში თავისუფლების მოთხოვნილება და პასუხისმგებლობის შემცირება, სასიყვარულო პარტნიორის უკმაყოფილებას გამოიწვევს. ენერგიის აღდგენაში, ოჯახური გარემო დაგეხმარებათ.

ლომი ♌

გაიზრდება ვალდებულებებისა და სარფიანი საქმეების რაოდენობა. ოჯახისა და პირადი ცხოვრებისათვის შესაძლოა დრო არ დაგრჩეთ. საყვარელ ადამიანთან მეტი ტაქტი გამოიჩინეთ. თავისუფალი დრო დასვენებას დაუთმეთ.

ქალწული ♍

თქვენს ცხოვრებაში დიდ როლს შეასრულებენ ავტორიტეტული ადამიანები. მოგზაურობები, კონტაქტები და ახალი ინფორმაცია წარმატებასა და პერსპექტივებს გიქადით. მოერიდეთ იმ სიტუაციებს, რომელთა გაკონტროლებასა და მართვასაც ვერ შეძლებთ.

სასწორი ♎

თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მაღალია, ამიტომ ადვილად გაართმევთ თავს ყველა საქმესა და პრობლემას. კარგი იქნება თუ გადაადგილებებს შეამცირებთ. პირადი ცხოვრება, შესაძლოა მითქმა-მოთქმის საგანი გახდეს.

მორიელი ♏

დამოუკიდებლად მოქმედებისას უკეთეს შედეგს მიიღებთ. კარგი იქნება თუ დროდადრო დაისვენებთ, განმარტოვდებით და გააანალიზებთ წარსულსა და მომავალს. მოგზაურობისგან თავი შეიკავეთ.

მშვილდოსანი ♐

მეტად იზრუნეთ პროფესიული ჩვევების გაღრმავებასა და ახალი ცოდნის შეძენაზე. მოგზაურობისგან, სჯობს თავი შეიკავოთ. საყვარელ ადამიანის მიმართ მეტი ყურადღებაა საჭირო, რათა არ იეჭვიანოს.

თხის რქა ♑

გაიზრდება ამბიციურობა. უეცარ სასიყვარულო იმპულსებს ნუ აჰყვებით და გონება ვნებაზე წინ დააყენეთ. შეამცირეთ გადაადგილებები, რადგან გაუთვალისწინებელ მოვლენებს ექნება ადგილი.

მერწყული ♒

ექსტრემალურ სიტუაციებს ადვილად გაართმევთ თავს. დრო გამოიყენეთ პროფესიული ცოდნის გასაღრმავებლად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, ბევრ სასიამოვნო წუთს გპირდებათ. კარგი დროა მოგზაურობისთვის.

თევზები ♓

მობილიზებული იქნებით, მიზანდასახულობა კი ხელს შეუწყობს იდეების ჩამოყალიბებასა და ხორცშესხმას. ინტუიცია დაგეხმარებათ ამოიცნოთ ყველა არაკეთილმოსურნე და აარიდოთ თავი მათთან ურთიერთობას. თავი შეიკავეთ რჩეულთან ჩხუბისგან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა