ჰოროსკოპი და შეუცნობელი

30 ივლისი - 3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

№30

ავტორი: „თბილისელები“ 10:00

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

გაიზრდება გადაადგილებების და ურთიერთობების რაოდენობა. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. სასიყვარულო კავშირი შემოქმედებითი მუშაობისა და აქტიური მოქმედებების სტიმული გახდება.

კურო ♉

ურთიერთობებში გაურკვევლობა ან საქმიან პარტნიორების მხრიდან არაკეთილსინდისიერება გაიძულებთ შეცვალოთ გეგმები. სასიყვარულო ურთიერთობების და გრძნობათა გამძაფრების შემთხვევაში, შეეცადეთ არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები.

ტყუპები ♊

შესაძლოა, სერიოზულად გადახედოთ და შეცვალოთ სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობა. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მოგიწევთ იყოთ მაქსიმალურად პრაქტიკული. მგზავრობა, ბინის შეცვლა ან რემონტი ბევრ დროს წაგართმევთ.

კირჩხიბი ♋

ენერგიულად მოქმედების პერიოდია. ახალი ნაცნობობა და შეხვედრები გაალამაზებს თქვენს ყოფას. ეცადეთ მინიმუმამდე შეამციროთ გაუთვალისწინებელი ხარჯი. სიფრთხილე, თავიდან აგაცილებთ ტრავმებსა და ავადმყოფობას.

ლომი ♌

რაც უფრო რეალურად შეაფასებთ სიტუაციას, მით ნაკლებ შეცდომებს დაუშვებთ. ემოციური არეულობა სირთულეებს შეგიქმნით სასიყვარულო ურთიერთობაში. ნურაფერს შეცვლით, რადგან არჩევანის გაკეთებისას შეცდომებია მოსალოდნელი.

ქალწული ♍

ნუ აჩქარდებით, მოერიდეთ რისკს და ნუ გამოიყენებთ არაკეთილსინდისიერ მეთოდებს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვის შემთხვევაში სჯობს თქვენ გადადგათ პირველი ნაბიჯი სიტუაციის გამოსასწორებლად.

სასწორი ♎

დატვირთული და არაერთგვაროვანი პერიოდია. შემოქმედებითად მუშაობა და ჩანაფიქრების განხორციელება გაგიჭირდებათ. თუ საქმეები მოგცემთ საშუალებას, აიღეთ შვებულება და გაემგზავრეთ დასასვენებლად, თუნდაც რამდენიმე დღით.

მორიელი ♏

ნუ გამოიყენებთ სხვის ფინანსებს. საქმეში არ გამოიყენოთ ავანტიურული და საეჭვო მეთოდები, რათა არ მიიზიდოთ ექსტრემალური სიტუაციები, რაც დანაკარგისა და ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდება. კარგი დროა ქორწინებისა და მოგზაურობისათვის.

მშვილდოსანი ♐

არაერთგვაროვანი დროა, მეტი ყურადღება გმართებთ წვრილმანების მიმართ. გადაადგილებების დროს ფრთხილად იყავით, რათა არ დაშავდეთ. გადაწყვეტილებების მიღებისას, დიდ ხანს არ იყოყმანოთ.

თხის რქა ♑

გაგიადვილდებათ საქმიანი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება და განვითარება. დაუკვირდით წვრილმანებს. ფიზიკურად ნუ გადაიტვირთებით, ხშირად დაისვენეთ. სასიყვარულო სფეროში ჰარმონია გაზრდის თქვენს თავდაჯერებულობას.

მერწყული ♒

მოგიწევთ დამატებითი ვალდებულებების აღება, ან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება. აუცილებლად დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები, რათა არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები. ყურადღებით იყავით უცნობი ადამიანების მიმართ.

თევზები ♓

მოთოკეთ ამბიცია. სხვა ქალაქებში დამყარებული კავშირები, ან იქ მცხოვრებ მეგობრებ-ნათესავებთან ურთიერთობა ახალ პერსპექტივებს გიქადით. საყვარელ ადამიანთან, ეცადეთ არ იკამათოთ და შეინარჩუნოთ სტაბილურობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა