ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  3-9 ნოემბერი

№44

ავტორი: „თბილისელები“ 10:00

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

დრო კარგია გამოკვლევების, სამედიცინო მკურნალობისა და დაგეგმილი ოპერაციის ჩასატარებლად. ამ პერიოდში დაწყებული სასიყვარულო კონტაქტები სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს და დიდ ხანს არ გასტანს. კარგია მოგზაურობა.

კურო ♉

საქმიან სფეროში ახალი წამოწყება მომავალში ფინანსურ კეთილდღეობას გპირდებათ. საჭიროების შემთხვევაში ეცადეთ გამოცდილი ხალხისგან მიიღოთ დახმარება. ერიდეთ ალკოჰოლს, რადგან ეს ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ტყუპები ♊

გაიზრდება გადაადგილებების, კონტაქტებისა და შეხვედრების რაოდენობა. ეცადეთ ეს პერიოდი სასიკეთოდ გამოიყენოთ. ენერგიის დროულად აღდგენისთვის პერიოდულად მოიწყვეთ შესვენებები.

კირჩხიბი ♋

ახალი იდეებისა და მიზნისაკენ სწრაფვის პერიოდია, როდესაც ბოლომდე უნდა დაიხარჯოთ და გამოავლინოთ შრომისუნარიანობა. ამ შემთხვევაში შედეგი არ დააყოვნებს. სასიყვარულო სფეროში კი ყველაფერი თავისით დალაგდება.

ლომი ♌

ბევრ ხალხთან ურთიერთობა დამღლელი, მაგრამ შედეგიანი იქნება. ახალი ინფორმაციის სწორად გამოყენების საშუალებით შესაძლებელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. საქმეების სიუხვე დასვენების საშუალებას არ მოგცემთ.

ქალწული ♍

გონების გააქტიურება ხელს შეუწყობს ახალი იდეების წარმოქმნას. საქმიანი მოლაპარაკებები ადვილად წარიმართება. შესაძლებელი იქნება ახალი პროექტების დაწყებაც. მოგზაურობები სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

სასწორი ♎

დამოუკიდებლად შესრულებული სამუშაო დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. მოგზაურობისას შესაძლოა წარმოიქმნას პრობლემები, ამიტომ სჯობს იგი დროებით გადადოთ. შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობისათვის ბევრი რამ დათმოთ.

მორიელი ♏

გააკონტროლეთ ხარჯები. საქმეებში დამოუკიდებლად იმოქმედეთ. დაამყარეთ ახალი კავშირები. პირად და სასიყვარულო სფეროში ბევრი სიახლეა მოსალოდნელი. მშვენიერი დროა, ოჯახთან ერთად დასასვენებლად.

მშვილდოსანი ♐

შესაძლებელი იქნება პრობლემებში გარკვევა და ყველა წინააღმდეგობის გადალახვა. მეგობრებთან ერთად საინტერესოდ გატარებული დრო ოპტიმისტურ ტალღაზე დაგაყენებთ. პირად ურთიერთობებში კი მოსალოდნელია ახალი და ამაღელვებელი კავშირები.

თხის რქა ♑

თავს სანაქებოდ იგრძნობთ. გაზრდილი ინტელექტუალური აქტიურობა კი ხელს შეუწყობს სწავლას, გამოცდების ჩაბარებასა და ახალი ინფორმაციის ათვისებას. ამ დროს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ხანგრძლივი აღმოჩნდება.

მერწყული ♒

კარგი ფიზიკური მდგომარეობა და კეთილგანწყობა დაგეხმარებათ პრობლემების სწრაფად მოგვარებაში. მოუფრთხილდით ფულს და დაიოკეთ ზღვარგადასული დროსტარების სურვილი, რადგან ეს გაამწვავებს ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

თევზები ♓

საყვარელ ადამიანთან, ნანატრი ჰარმონია დაისადგურებს. კარგი დროა ფინანსური ოპერაციებისა და ახალი ჩანაფიქრების რეალიზებისთვის. დასაშვებია ცოტაოდენი რისკიც. შემოსავლის ზრდა გაძლიერებს თქვენს პატივმოყვარეობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა