კვირის პროგნოზი 29 სექტემბერი 5 ოქტომბერი
ავტორი: „თბილისელები“ 14:09 29.09

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
ოჯახში და სასიყვარულო ასპარეზზე, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არაა. კარგია მოგზაურობა. შესაძლოა მოისურვოთ იმიჯის, ცხოვრებისა და ურთიერთობის სტილის შეცვლა.
კურო ♉
კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, შეხვედრებისათვის, ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის. ზედმეტად თავდაჯერებული ნუ იქნებით. გააკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს.
ტყუპები ♊
ყველაფერი ზედმიწევნით გადაამოწმეთ, რადგან მაღალია დეზინფორმაციის, საბუთებში შეცდომებისა და დანაკარგების ალბათობა. კარგი დროა საკუთარ კომპლექსებში და ემოციურ პრობლემებში გასარკვევად.
კირჩხიბი ♋
არახელსაყრელი დროა სამსახურის შესაცვლელად, ახალი საქმის დასაწყებად და ბინის გამოცვლისთვის. ახალი რომანი, დიდ პრობლემებს გამოიწვევს. მიღებული ინფორმაცია გადაუმოწმებლად არ გამოიყენოთ და ყურადღება არ მოადუნოთ გადაადგილებებისას.
ლომი ♌
სხვების დახმარების იმედი ნუ გექნებათ. შესაძლოა შეგეცვალოთ სამომავლო პრიორიტეტები, მიზნები და გეგმები. ახალი სასიყვარულო რომანი ძალას შეგმატებთ და გააძლიერებს შემოქმედებით უნარებს. არ ენდოთ უცნობებს და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.
ქალწული ♍
კარგი დროა ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად. ამ პერიოდში არასტაბილური კავშირები შეიძლება გაწყდეს. ნუ აჩქარდებით და უსმინეთ შინაგან ხმას. დრო არ უწყობს ხელს უცხოელებთან ურთიერთობასა და მოგზაურობას.
სასწორი ♎
ახალი იდეებისა და გეგმების განსახორციელებლად მარტო ნუ იმოქმედებთ და საჭიროების შემთხვევაში დახმარება სთხოვეთ უახლოეს მეგობრებს. მოერიდეთ პრეტენზიების წაყენებას, რათა კრიტიკა არ დაიმსახუროთ. ბუნებასთან კონტაქტი სულიერ წონასწორობას აღგიდგენთ.
მორიელი ♏
გაბედულად იმოქმედეთ, ნუ მოდუნდებთ. ყველა საკითხი შეათანხმეთ საქმიან პარტნიორებთან. სასიყვარულო ურთიერთობის არსებული ფორმა აღარ დაგაკმაყოფილებთ, თუმცა ცვლილებები მხოლოდ ქაოსს გამოიწვევს.
მშვილდოსანი ♐
არაერთგვაროვანი პერიოდია, როდესაც დიდია ცდუნების ალბათობა. არ გარისკოთ და მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. უცხოეთიდან ან უცხოელებისგან მიღებულ ინფორმაციას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.
თხის რქა ♑
საჭიროების შემთხვევაში სჯობს დროულად წახვიდეთ დათმობებზე, რათა საქმიან, სამსახურებრივ და პირად ურთიერთობებში შეინარჩუნოთ კეთილგანწყობა და ნდობა. სჯობს მოერიდოთ შორეულ მოგზაურობებს და შეძლებისდაგვარად გადადოთ სამედიცინო ოპერაციები.
მერწყული ♒
კარგი დროა ინფორმაციის დასაგროვებლად, ახალი ხალხის გასაცნობად, უცხოელებთან, ან უცხოეთში მყოფ მეგობრებთან საქმიანი მოლაპარაკებების გასამართად. პირად ურთიერთობებში კი, რეფორმებს ნუ დაიწყებთ და ეცადეთ მეტად რბილი და ტაქტიანი იყოთ
თევზები ♓
მოლაპარაკებების დროს, კატეგორიული ნუ იქნებით. არსებობს მოტყუებისა და ინტრიგების ალბათობაც, თუმცა კოლეგების მხარდაჭერით შეძლებთ საქმის სწრაფად გამოსწორებას. ახალი სასიყვარულო ურთიერთობა მთლიანად დაიმონებს თქვენს გონებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან