კვირის პროგნოზი 26 იანვარი - 1 თებერვალი
ავტორი: „თბილისელები“ 13:22
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
ჯგუფური მუშაობა, საქმის სწრაფად დასრულების საშუალებას მოგცემთ. მეგობრობა შეიძლება გადაიზარდოს საიმედო და ხანგრძლივ სასიყვარულო ურთიერთობაში. მოგზაურობისას დამყარებული კავშირები კი, დიდხანს გაგრძელდება.
კურო ♉
ახლობლების კეთილგანწყობა, გიბიძგებთ ახალი იდეების განხორციელებისაკენ. მიუხედავად დაბალი ენერგეტიკული ფონისა, დრო ხელს უწყობს ახალი საქმეების დაწყებას, ჩანაფიქრების განხორციელებას, ახალი კავშირების დამყარებას. მოგზაურობა, წარმატებით ჩაივლის.
ტყუპები ♊
ეკონომიურად ხარჯეთ ფინანსები. ოჯახის წევრების მიმართ მეტად ყურადღებიანი იყავით. მოგზაურობა წარმატებას მოგიტანთ, ოღონდ ერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს.
კირჩხიბი ♋
შესაძლოა შეიცვალოთ ცხოვრებისეული მიზნები, სამსახური ან საქმიანობა. ცვლილება დადებითად აისახება თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას. არახელსაყრელი დროა, შორეული მოგზაურობისათვის.
ლომი ♌
წინასწარ დაალაგეთ გეგმები. მოგზაურობები, კონტაქტები და ახალი ინფორმაცია წარმატებას გიქადით. კარგი განწყობა კი, სასიამოვნო სასიყვარულო ურთიერთობის საწინდარი გახდება.
ქალწული ♍
კარგი დროა პრობლემების მოსაგვარებლად და ურთიერთობების დასარეგულირებლად. შესაძლოა მიიღოთ საინტერესო და სარფიანი შემოთავაზება. სასიყვარულო ურთიერთობაში კი, მეტი ტაქტი და მოთმინება გმართებთ. კარგი დროა მკურნალობის დასაწყებად.
სასწორი ♎
დროის სიმცირის გამო, მოიკლებს რომანტიკული და მეგობრული ურთიერთობები. საოჯახო და სასიყვარულო ურთიერთობებში კი, აუცილებელია დაფიქრება, რათა თავი აარიდოთ კონფლიქტებს.
მორიელი ♏
ფინანსებთან დაკავშირებული ოპერაციები, წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ფარულ საქმეებს და ექსპერიმენტებს. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ ჯანმრთელობას და უყურადღებოდ არ დატოვოთ საყვარელი ადამიანი და ოჯახის წევრები.
მშვილდოსანი ♐
მოიმატებს გადაადგილებებისა და კონტაქტების რიცხვი. მატერიალური მდგომარეობა კი, ჯერ კიდევ უცვლელი დარჩება. პატივი ეცით სხვის აზრს, რათა თავი აარიდოთ უსიამოვნებებს ოჯახსა და საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებში.
თხის რქა ♑
ახალი იდეებისა და პროექტების რეალიზება გაგიადვილდებათ, პარტნიორთა დახმარებით. სასიყვარულო და ოჯახური პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ურთიერთგაგებით და მოთმინებით. მოგზაურობისას კი, მეტი სიფრთხილე გმართებთ.
მერწყული ♒
გაუმჯობესდება გუნება-განწყობა. თქვენი პროფესიული საქმიანობა და გაწეული შრომა სათანადოდ დაფასდება. კარგია ხანმოკლე მოგზაურობა და ახალი კავშირების დამყარება, პირადი და სასიყვარულო შეხვედრები.
თევზები ♓
თავს სანაქებოდ იგრძნობთ და მოგინდებათ ახალი მწვერვალების დაპყრობა. წარმატებების გამო ეიფორიაში ნუ ჩავარდებით და მეტად პრაქტიკულად შეხედეთ სინამდვილეს. საყვარელ ადამიანთან არსებული გაუგებრობა, სჯობს დროულად გაარკვიოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



