კვირის პროგნოზი 24-30 ნოემბერი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 24.11, 2025 წელი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
კარგი დროა ახალი საქმიანობის დასაწყებად. ოჯახში და საყვარელ ადამიანთან სიტუაციის დაძაბვისას, ეცადეთ ტაქტიანად განმუხტოთ სიტუაცია. მოგზაურობა სასიკეთოა როგორც ჯანმრთელობისათვის, ისე საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებისათვის.
კურო ♉
კარგი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად ან მიტოვებული სწავლის გასაგრძელებლად. მოგზაურობისას იყავით ყურადღებით. ნუ ენდობით უცნობ ადამიანებს და ნუ გარისკავთ. რომანტიულ ურთიერთობებს ნუ გააბამთ უცნობებთან.
ტყუპები ♊
რთული, მაგრამ შედეგიანი დროა. კარგია ხანმოკლე მოგზაურობა, ახალი სასიყვარულო კავშირის დამყარება. შეიძლება სწრაფად გამოიცვალოთ არა მარტო ინტერესები, არამედ საურთიერთო წრეც.
კირჩხიბი ♋
ზედმეტად თავდაჯერებული ნუ იქნებით, რათა არ დაგეკარგოთ კარიერაში წინსვლის ჟინი. გაიზრდება მოგზაურობების, კონტაქტების რაოდენობა. პირად ურთიერთობებში გაუგებრობები დროულად გაარკვიეთ. მოგზაურობა კი გადადეთ.
ლომი ♌
გაიზრდება გადაადგილებები, მეტ დროს გაატარებთ ხალხთან ურთიერთობაში. მეგობრები გიბიძგებენ ახალი პროექტების ხორცშესხმისკენ. შეძლებთ ზოგიერთი სურვილის ასრულებას. სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობებში, მოერიდეთ ინტრიგებს.
ქალწული
ნუ გამოეკიდებით სწრაფ მოგებას და ფული ეკონომიურად ხარჯეთ. შეამცირეთ გადაადგილებების რაოდენობა. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ გარეგნობას. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად გააკონტროლეთ საკვების ვარგისიანობა.
სასწორი ♎
ფინანსურ საკითხებში მეტი დაკვირვება და სიდინჯე გმართებთ. პირად და საოჯახო ცხოვრებაში, მოერიდეთ ტყუილს, რათა არ შეგექმნათ სირთულეები. გზებზე გადაადგილებისას, არ მოადუნოთ ყურადღება.
მორიელი ♏
კარიერაში წინსვლისათვის ბევრი შრომა დაგჭირდებათ. პარტნიორებთან ერთად შესაძლოა სერიოზული წინააღმდეგობების გადალახვა მოგიხდეთ. მოგზაურობა სჯობს გადადოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობასა და სწორ კვებას.
მშვილდოსანი ♐
იზრუნეთ სახლში მშვიდ გარემოზე. ყურადღებით მოეკიდეთ მიღებულ ინფორმაციას და გადაამოწმეთ იურიდიული და ფინანსური საბუთები. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოგზაურობა კი, სჯობს დროებით გადადოთ.
თხის რქა ♑
რთული პერიოდია. არ გადაიღალოთ, მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. საქორწინო და სასიყვარულო სფეროში ბევრი რამე იქნება ორაზროვანი. შორეული მოგზაურობა რეკომენდებული არაა.
მერწყული ♒
საქმეში წინსვლისათვის გამოიყენეთ ძველი კავშირები. ყურადღებით გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. სასიყვარულო-საოჯახო სფეროში მოსალოდნელია არაერთგვაროვანი მოვლენები. კარგი დროა მოგზაურობისთვის.
თევზები ♓
მეტად ენდეთ ინტუიციასა და წინათგრძნობას. ნუ დაარღვევთ კანონს. დამატებითი ფინანსური მოგების მიღება ადვილი არ იქნება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ეცადეთ, კამათის გარეშე გადაწყვიტოთ რთული საკითხები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





