კვირის პროგნოზი 24-30 მარტი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 24.03

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
ახალი საქმის დაწყება რეკომენდებული არ არის. შესაძლოა მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ძველი სასიყვარულო ურთიერთობის გამო, არ არის გამორიცხული კამათი მოგივიდეთ საყვარელ ადამიანთან.
კურო ♉
გაიზრდება საქმიანი გადაადგილებები, დადებითად შეიცვლება ფინანსური მდგომარეობა. ეცადეთ, დაგეგმილზე მეტი ხარჯი არ გასწიოთ. არ გარისკოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და უმიზეზოდ ნუ გააბრაზებთ საყვარელ ადამიანს.
ტყუპები ♊
იმოქმედეთ დინჯად და ერიდეთ საქმეში რისკს. შესაძლოა, მოძებნოთ შემოსავლის დამატებითი წყარო. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. კარგი დროა მოგზაურობისთვის.
კირჩხიბი ♋
აქტიური ცხოვრება დაგეხმარებათ საინტერესო და მნიშვნელოვან ადამიანებთან კონტაქტში. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ეძიეთ დამატებითი წყაროები. მოერიდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებს. პირად ცხოვრებაში, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
ლომი ♌
გაურკვევლობის შეგრძნება, სამომავლო გეგმების დასახვაში შეგიშლით ხელს. ხელმომჭირნედ ხარჯეთ ფული. შვებას მოგიტანთ ბუნებაში გასეირნება და საყვარელ ადამიანთან მშვიდი ურთიერთობა. სჯობს, ეს პერიოდი ყოველდღიურ საქმეებსა და დასვენებას დაუთმოთ.
ქალწული ♍
არაერთგვაროვანი დროა. მეტი ყურადღება გმართებთ წვრილმანების მიმართ. დინჯი, გააზრებული მოქმედებები მიზანთან ადვილად მიგაახლოებთ. უეცრად განვითარებული სასიყვარულო გრძნობა კი, ხანმოკლე აღმოჩნდება.
სასწორი ♎
ბიზნესის, ფინანსური ან სამსახურებრივი სირთულეების გადალახვისას, გაითვალისწინეთ ყველა შესაძლო სიტუაცია და მხოლოდ შემდგომ იმოქმედეთ. უარი თქვით მოგზაურობაზე და ეცადეთ, ეს დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, ჯანმრთელობას და ინტელექტუალურ ზრდას.
მორიელი ♏
ჯანმრთელობისა და განწყობის გაუმჯობესება, ხელს შეგიწყობთ ახალი გეგმების განხორციელებაში. თავი შეიკავეთ სესხის აღებისა და სხვისი ფულის გამოყენებისგან. ერიდეთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას.
მშვილდოსანი ♐
დამოუკიდებლობის მოთხოვნილებამ, შესაძლოა გაიძულოთ დაამყაროთ ახალი კავშირები და დაუპირისპირდეთ ოჯახის წევრებს. საქმიან პარტნიორთა შორის კი, შესაძლოა მომავალი მეუღლე იპოვოთ. თავისუფალ დროს, ეცადეთ რიგიანად დაისვენოთ.
თხის რქა ♑
ახალი კავშირები დაგეხმარებათ სამსახურის მოძიებაში. რომანტიკულ ურთიერთობებში თავგადასავლების სურვილი გაგიჩნდებათ, რაც აისახება ემოციურობასა და გუნება-განწყობის გაუარესებაზე. სჯობს, დრო გამონახოთ, ბუნებაში დაისვენოთ და აღიდგინოთ ძალები.
მერწყული ♒
საქმიან პარტნიორებთან და კოლეგებთან, მეტად თავშეკავებული იყავით. პირად ცხოვრებაში ეცადეთ ფარდა არ აეხადოს თქვენს ძველ საიდუმლოებებს. ამ პერიოდში, შესაძლოა გაიცნოთ მომავალი მეუღლე, არსებული სასიყვარულო ურთიერთობა კი, მეტად სერიოზული გახდება.
თევზები ♓
თავს სანაქებოდ იგრძნობთ. შესაძლოა, გახსნათ ახალი საქმე ან დაწინაურდეთ სამსახურში. ამ პერიოდში ჩამოყალიბებული კავშირები, კარგ შემოსავალს გპირდებათ. კარგი დროა მოგზაურობისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან