კვირის პროგნოზი 24 - 30 ოქტომბერი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 24.10, 2022 წელი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇
ვერძი ♈
ნაცნობებსა და ახალ პარტნიორებს სიტყვაზე ნუ ენდობით. შეიძლება უეცრად მიიღოთ ფარული ინფორმაცია, რაც თქვენს ეჭვებს გაამართლებს. ჯანმრთელობის მდგრადობის შესანარჩუნებლად დაიცავით დიეტა და ნუ მიეტანებით სპირტიან სასმელებს.
კურო ♉
არაფერი შეცვალოთ, რადგან ეს დამატებით პრობლემებს შეგიქმნით. სამსახურებრივ საქმეებში გაუგებრობებს ადვილად მოაგვარებთ. სასიყვარულო სფეროში გაითვალისწინეთ ყველა დეტალი და მეტად დიპლომატიური იყავით. მიღებული ინფორმაცია, აუცილებლად გადაამოწმეთ.
ტყუპები ♊
მეტად ტაქტიანი და დიპლომატიური იყავით საყვარელ ადამიანთან. ახალი ნაცნობების მიმართ ყურადღებით იყავით. ენერგოპოტენციალი დაიწყებს კლებას და გაგიჭირდებათ დიდი დატვირთვების და გადაღლის ატანა. არსებობს ახალი სასიყვარულო კავშირის დამყარების ალბათობა.
კირჩხიბი ♋
ახალი საქმის დაწყება, შესაძლოა გარკვეულ პრობლემებს დაუკავშირდეს. სამაგიეროდ, წარმატებით წარიმართება ძველი საქმეები და შესაძლოა სამსახურში დაგაწინაურონ კიდეც. სასიყვარულო ან საოჯახო კავშირი, შესაძლოა სხვების განხილვის საგნად იქცეს.
ლომი ♌
თავი შეიკავეთ უძრავი ქონების შეძენისაგან და ეცადეთ შეინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა. გადაადგილებისას ხშირი იქნება დაგვიანება და პრობლემები, რაც მოლაპარაკებებსა და შეხვედრებს გაართულებს. მგზავრობა, შეიძლება ჩაიშალოს.
ქალწული ♍
გადამეტებულად მგრძნობიარე გახდებით. თუ არ მოთოკავთ ემოციებსა და გრძნობებს, შესაძლოა წინააღმდეგობები შეგექმნათ ოჯახის წევრებთან. ეცადეთ დრო დაუთმოთ დასვენებას და ენერგიის დაგროვებას.
სასწორი ♎
ინფორმაციის გამოყენება გადაუმოწმებლად რეკომენდებული არაა. დადებითად წარიმართება იურიდიული საქმეები. ხელმძღვანელი პირები, ყოველმხრივ შეგიწყობენ ხელს. სჯობს თავისუფალი დრო სახლში განმარტოებით დასვენებას დაუთმოთ.
მორიელი ♏
გაგიჭირდებათ მუშაობა და პროფესიული საქმეების შესრულება. გადაწყვეტილებების მიღებისას გონივრულად განსაჯეთ ყველაფერი. პარტნიორულ ურთიერთობებში მეტად თავშეკავებული იყავით. საყვარელ ადამიანს დროულად წაუყენეთ პრეტენზიები. კარგი დროა, მოკლე მოგზაურობებისთვის.
მშვილდოსანი ♐
პარტნიორებთან შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობა, რაც თქვენი კავშირის დაშლის საბაბი გახდება. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. გაგიჭირდებათ ახალი ინფორმაციის მიღება და გაანალიზება. მოგზაურობებს დამატებითი პრობლემები და სირთულეები მოჰყვება.
თხის რქა ♑
შეასრულეთ მხოლოდ უმნიშვნელოვანესი საქმეები. დაუთმეთ დრო ნათესავებთან და ახლობლებთან ურთიერთობას. ბევრი თქვენი საქმე უფრო სწრაფად წაიწევს წინ საქმიანი პარტნიორის, საყვარელი ადამიანის ან მეუღლის დახმარებით.
მერწყული ♒
სიფრთხილე გმართებთ ახალ ნაცნობებთან, რადგან არსებობს მოტყუების ალბათობა. სასიყვარულო ურთიერთობისთვის დრო შესაძლოა არ დაგრჩეთ, რაც პარტნიორის უკმაყოფილებას გამოიწვევს. ხშირი გადაადგილებები დამღლელი, მაგრამ მოგებიანი იქნება.
თევზები ♓
დაუგეგმავი საქმეები და კონტაქტები თქვენს ცხოვრებას ქაოტურს გახდის. მეტად უსმინეთ ინტუიციას და გადაამოწმეთ საბუთები. ზედმეტად ნუ იაქტიურებთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მოსაზიდად. საიდუმლო ინფორმაციას კი, ნუ გამოიყენებთ ყოფილი შეყვარებულების საწინააღმდეგოდ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან