კვირის პროგნოზი 22-28 სექტემბერი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 22.09

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
სახიფათო დროა როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობებისთვის. ერიდეთ რისკს, ავანტიურულ კავშირებს, ფინანსურ მაქინაციებს და საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობას. მოგზაურობა კი გადადეთ.
კურო ♉
ნუ აჰყვებით ახალგაცნობილი ხალხის მიერ შემოთავაზებულ ცდუნებებს. თავი აარიდეთ საეჭვო საქმეებს. გაგიჭირდებათ უცხოელებთან კავშირი. კარგი იქნება, თუ ხშირად დაისვენებთ და მოუფრთხილდებით ჯანმრთელობას.
ტყუპები ♊
საქმეებში წარმოქმნილი გაუგებრობების გამო, ბევრჯერ მოგიწევთ გეგმების შეცვლა, რაც საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდება. კარგი იქნება, თუ პერიოდულად შეისვენებთ. მოგზაურობისას საქმიანი ურთიერთობები, პრობლემებს შეგიქმნით.
კირჩხიბი ♋
შესაძლოა დაფიქრდეთ სამსახურის ან პროფესიის შეცვლაზე, თუმცა ამის რეალიზება ჯერ სჯობს გადადოთ. სასიყვარულო პარტნიორებთან აკონტროლეთ ემოციები. დისტანციებზე მოგზაურობა კი, დასვენებისა და ძალთა აღდგენის საშუალებას მოგცემთ.
ლომი ♋
ყველა ღონე იხმარეთ, რათა არ გაგიფუჭდეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მეტი დრო დაუთმეთ კარიერას, პროფესიონალურ საკითხებსა და ჯანმრთელობას. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს და ნუ გარისკავთ.
ქალწული ♍
ამ პერიოდში დაწყებულმა საქმეებმა და დამყარებულმა კავშირებმა მომავალში შესაძლოა ვერ გაამართლოს თქვენი იმედები. ეს პერიოდი არ უწყობს ხელს ახალი ნივთების შეძენას, მოგზაურობის დაწყებას. უმჯობესია მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს.
სასწორი ♎
ეცადეთ დროულად გაერკვეთ საკითხებში, რათა ამან ცუდად არ იმოქმედოს თქვენს საქმიანობასა და შემოსავლებზე. მოლაპარაკებების, შეთანხმებების საბუთების გაფორმებისას მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. ფინანსებთან დაკავშირებით ნუ გარისკავთ.
მორიელი ♏
მეტად უსმინეთ ინტუიციას და გადაამოწმეთ საბუთები. ზედმეტად ნუ იაქტიურებთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მოსაზიდად და საიდუმლო ინფორმაციას ნუ გამოიყენებთ. მოგზაურობა, ახალი საქმის, ან სამსახურის დაწყება კი სჯობს გადადოთ.
მშვილდოსანი ♐
ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს. მოთმინებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით ადვილად დასძლევთ ბარიერებს. კარგი დროა ცოდნის გასაღრმავებლად და მოკლე გადაადგილებებისთვის. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს.
თხის რქა ♑
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სტიმულს მოგცემთ პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრისთვის. მანქანის მართვისას და გზებზე გადაადგილებისას ნუ გარისკავთ, რათა არ დაშავდეთ ან ფინანსური ზარალი არ განიცადოთ.
მერწყული ♒
ბევრ ხალხთან ურთიერთობა დამღლელი იქნება, ხოლო მოგზაურობა შედეგს ვერ გამოიღებს. სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობებში დროულად გაარკვიეთ გაუგებრობები. ხშირად დაისვენეთ, რათა დაღლილობამ ავადმყოფობა არ გამოიწვიოს.
თევზები ♓
ბევრ ყურადღებას მოითხოვს როგორც საქმიანი, ისე საოჯახო - პარტნიორული ურთიერთობები. პროფესიონალურ სარბიელზე, სჯობს რთული საქმეები დამოუკიდებლად არ შეასრულოთ. პირადი შეხვედრები და ურთიერთობები სიამოვნებას მოგიტანთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან