კვირის პროგნოზი 22-28 დეკემბერი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
ყურადღება გმართებთ ფინანსური საბუთების მიმართ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. მიღებული ინფორმაცია კარგად გააანალიზეთ. პირად ურთიერთობებში, სჯობს დათმობაზე წახვიდეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
კურო ♉
საინტერესო შეხვედრებისა და ახალ ხალხთან დაახლოების დროა. ახალი საქმის დაწყება ნაადრევია. დამატებით ყურადღებას მოითხოვს საყვარელ ადამიანთან გამწვავებული ურთიერთობა, რაც შესაძლოა პრობლემების მიზეზი გახდეს.
ტყუპები ♊
კარგი იქნება, თუ არავის აჰყვებით პროვოკაციებზე და თავს შეიკავებთ რისკისგან. ხშირად დაისვენეთ და შეიმუშავეთ მომავალი გეგმები. დადებითად ჩაივლის მოგზაურობები და უცხოელებთან კონტაქტები.
კირჩხიბი ♋
კარგი დროა არსებული პრობლემების გადაჭრის გზების საძიებლად. სწორად დაგეგმეთ დრო. ახალი ურთიერთობის გამო, ძველ კავშირებს ნუ გაწყვეტთ. ეს დრო კარგია უცხოელებთან პირადი და საქმიანი ურთიერთობებისათვის.
ლომი ♌
სანამ რამეს წამოიწყებთ, დააკვირდით მოვლენების დინამიკას, რათა არ შეგექმნათ გაუთვალისწინებელი პრობლემები. სასიყვარულო ურთიერთობამ შესაძლოა აგირიოთ გონება და პერსპექტივებზე გათქმევინოთ უარი. მოგზაურობა რეკომენდებული არაა.
ქალწული ♍
თქვენს მომხიბვლელობას ამ პერიოდში მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის. თუმცა, ამ პერიოდში დამყარებული რომანტიკული კავშირი, თქვენს იმედებს ვერ გაამართლებს. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, მიზანშეწონილია მსუბუქი ფიზიკური ვარჯიში.
სასწორი ♎
ახალი საქმის დაწყება რეკომენდებული არაა. ზედმეტი პირდაპირობით არ გააღიზიანოთ პარტნიორები და გარშემომყოფთა აგრესია არ დაიმსახუროთ. ძველი სასიყვარულო განცდების გამო, შესაძლოა მოგინდეთ განმარტოება და განვლილი პერიოდის გაანალიზება.
მორიელი ♏
გაუმჯობესდება, როგორც ენერგეტიკული მდგომარეობა, ასევე ინტელექტუალური აქტივობაც. აუცილებელი იქნება ზოგიერთი პრობლემის მოგვარება. ფული, მხოლოდ საჭირო ნივთებსა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე დახარჯეთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში კი, ნუ იქნებით პრინციპული.
მშვილდოსანი ♐
არ აჰყვეთ ემოციებს. ცვლილებები მოსალოდნელია როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საქმეში. ოჯახში გაუგებრობები სერიოზული გადაწყვეტილების მიღებაზე დაგაფიქრებთ. მოგზაურობა, სჯობს გადადოთ.
თხის რქა ♑
ადრე დაწყებული საქმეების დასრულება, ფინანსურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. საყვარელი ადამიანის თანადგომა გაგიძლიერებთ თავდაჯერებულობას. კარგია შეხვედრები, მოლაპარაკებები, იმიჯის შეცვლა და დიეტის დაწყება.
მერწყული ♒
პატივი ეცით სხვის აზრს და ამგვარად აიცილებთ უსიამოვნებებსა და ფსიქოლოგიურ კრიზისს ოჯახსა და საქმიან ურთიერთობებში. უცხოელი პარტნიორებისაგან მიღებული შემოთავაზებები, მომავალში კარგ პერსპექტივებს გპირდებათ.
თევზები ♓
საქმეებში ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეთ. კარგი დროა, ახალი საქმის დასაგეგმად. გზაში დამყარებული ნაცნობობა კი, შემდგომში შესაძლოა ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




