ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 21 – 27 ნოემბერი

№47

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 21.11, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

გაიზრდება გადაადგილებებისა და შეხვედრების რაოდენობა, გამოჩნდება ახალი შემოსავლების მიღების პერსპექტივები. შესაძლოა, საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება ნათესავებთან ან მეგობრებთან. სიამოვნების წყაროდ იქცევა საყვარელი ადამიანი.

კურო ♉

გეგმების განსახორციელებლად მოგიწევთ ბევრ ხალხთან კონტაქტი, რაც დამღლელი, მაგრამ მოგებიანი აღმოჩნდება, თქვენი კარიერისა და ფინანსური მდგომარეობისთვის. საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა თავდაჯერებულობას შეგმატებთ. მოერიდეთ მოგზაურობას.

ტყუპები ♊

საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში, ახლო მეგობრები დაგეხმარებიან. დაღლილობა ძილით და დასვენებით აინაზღაურეთ. კარგია, დასასვენებლად გამგზავრებაც. ფარული სასიყვარულო ურთიერთობა კი, ნერვიულობის საბაბი შეიძლება გახდეს.

კირჩხიბი ♋

ნუ აჰყვებით ახალგაცნობილი ხალხის მიერ შემოთავაზებულ ცდუნებებს. ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებისათვის, ახლო ნათესავებს მიმართეთ დახმარებისათვის. კარგი იქნება, თუ ხშირად დაისვენებთ და მოუფრთხილდებით ჯანმრთელობას.

ლომი ♌

გამოიყენეთ ეს დრო პირადი და საოჯახო პრობლემების მოსაგვარებლად. კარდინალურ გარდაქმნებს პირად ურთიერთობაში ჯერ ნუ დაიწყებთ და საყვარელ ადამიანს მიეცით შანსი პირველმა გააკეთოს არჩევანი. კარგია ბუნებაში დასვენება, თუმცა შორეული მოგზაურობა არაა რეკომენდებული.

ქალწული ♍

კონტაქტები, გადაადგილებები, შეხვედრები ენერგიასა და ხალისს შეგმატებთ. მოსალოდნელია ცვლილებები საოჯახო და სანათესავო ურთიერთობებში, კარიერასა და პროფესიულ საქმიანობაში. ყველა საქმე ერთად არ შეასრულოთ და არ გადაიღალოთ, რათა შეინარჩუნოთ სიმხნევე და ჯანმრთელობა.

სასწორი ♎

ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საქმეებს. განმარტოებისა და დასვენებისას შეძლებთ რეალურად დაინახოთ მოვლენები და დასახოთ სამოქმედო გეგმები. არაფერი შეცვალოთ, არც პირად ბიზნესში და არც ურთიერთობებში. მოგზაურობა კი დროებით სჯობს გადადოთ.

მორიელი ♏

იმოქმედეთ სწრაფად და უსმინეთ ინტუიციას. ამგვარად ბევრ საფრთხეს აიცილებთ. კარგი დროა ახალი კავშირების დასამყარებლად და საქმიანი თანამშრომლობის დასაწყებად. პირად ურთიერთობებში კი, სჯობს არ გამოამჟღავნოთ უკმაყოფილება.

მშვილდოსანი ♐

კარგი დროა ახალი იდეების დასამუშავებლად და ახალი კავშირების დასამყარებლად. ერიდეთ აზარტულ თამაშებს. ახლობლებთან ურთიერთობისას ტაქტიანი იყავით, რათა თავი აარიდოთ ჩხუბს. უსმინეთ ინტუიციას და გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევები.

თხის რქა ♑

განსაკუთრებულ ყურადღებას მოგთხოვთ ფინანსური საკითხები. მოიმატებს თქვენი კონტაქტურობა, ავტორიტეტი და პოპულარობა. ახალი სასიყვარულო კავშირი შესაძლოა სხვა ფენისა, ან წრის ადამიანთან ჩამოგიყალიბდეთ, რაც ახალ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოგცემთ.

მერწყული ♒

სახლისა და ოჯახის წევრების საქმეები მთლიანად თქვენს პასუხისმგებლობას დაეყრდნობა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, შესაძლოა საიდუმლოებით ფარული, მაგრამ ძალზე სასიამოვნო იყოს. შემცირდება გადაადგილებების რაოდენობა, თუმცა ეს ზიანს არ მოუტანს არც თქვენს კონტაქტებს და არც ფინანსურ მდგომარეობას.

თევზები ♓

ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისი სირთულის მიზნები დაისახოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში, ნუ იეჭვიანებთ და გაითვალისწინეთ პარტნიორის სურვილები. ფსიქოსომატური ბალანსის დაქვეითება ხშირ გაღიზიანებას გამოიწვევს, რაც გაზრდის გარშემომყოფებთან უსიამოვნებების რაოდენობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა