ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  21-27 აპრილი

№16

ავტორი: „თბილისელები“ 10:00

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

ტაქტიანი და დიპლომატიური იყავით საქმიან პარტნიორებთან. ახალი ნაცნობების მიმართ ყურადღებით იყავით, რათა არ გიღალატონ, ან საქმე არ გაგიფუჭონ. არსებობს ახალი სასიყვარულო კავშირის დამყარების ალბათობა.

კურო ♉

სხვა ადამიანების შესაძლებლობებით ნუ ისარგებლებთ. მოერიდეთ ფინანსურ მაქინაციებს. კარგი დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, თუმცა ახლის დაწყება რეკომენდებული არაა. დაიცავით მოძრაობის წესები.

ტყუპები ♊

კარიერაში ახალი სიმაღლეების დაპყრობის სურვილი, იდეების ხორცშესხმის მიზეზი გახდება. გაიზრდება სასიყვარულო შეგრძნებების გამძაფრების სურვილი, თუმცა ამისათვის ყოველთვის არ დაგრჩებათ დრო.

კირჩხიბი ♋

აგრესიულად არავის უპასუხოთ. ყურადღებით მოეკიდეთ მიღებულ ინფორმაციას და გადაამოწმეთ იურიდიული და ფინანსური საბუთები. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დამამშვიდებლად იმოქმედებს.

ლომი ♌

გაგიჭირდებათ მოვალეობის შესრულება. ცხოვრების შეცვლისა და ახალი საქმის დაწყების სურვილი დიდი იქნება, მაგრამ ამისათვის არახელსაყრელი დროა. საყვარელ ადამიანთან გაუგებრობები კი, დაუკავშირდება მომავლის განსხვავებულად ხედვას.

ქალწული ♍

კარგი დროა ახალი კავშირების დასამყარებლად. გონებამახვილობით, მოთმინებითა და შეუპოვრობით ბევრ საქმეს დაასრულებთ. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას. საყვარელ ადამიანს კი, მეტი დრო დაუთმეთ.

სასწორი ♎

გაგიჭირდებათ შეხვედრების ჩატარება, დანაპირების შესრულება, გართულდება აღებული ვალდებულებების შესრულებაც. მოგზაურობა და დასვენება, სჯობს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ან საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმოთ.

მორიელი ♏

ახალს ნურაფერს წამოიწყებთ. გაუმართლებელია რისკი. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებს. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებსა და მინიშნებებს. ახალი რომანტიკული კავშირი კი, სულ სხვა რაკურსით დაგანახვებთ საკუთარ თავსა და სამყაროს.

მშვილდოსანი ♐

მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას. ფულს ნუ ისესხებთ. ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარდება, თუ მოერიდებით ზედმეტ ემოციებსა და პრინციპების დამკვიდრებას. მოგზაურობა, სიამოვნებას მოგიტანთ.

თხის რქა ♑

არაერთგვაროვანი პერიოდია. ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ. განწყობა მეტად რომანტიკული გექნებათ, თუმცა ხშირი შეხვედრები და ფლირტი ხელს შეგიშლით მიზანდასახულად მუშაობაში.

მერწყული ♒

ახალი მიზნებისა და გეგმების დასახვისას, გაითვალისწინეთ არა მარტო საკუთარი სურვილები, არამედ საზოგადოებრივი აზრიც და მოთხოვნილებებიც. ჰარმონიული ურთიერთობის შესანარჩუნებლად კი, გარკვეულ დათმობებზე მოგიწევთ წასვლა.

თევზები ♓

კარგი დროა ახალი ცოდნისა და უნარების მისაღებად, ინფორმაციის დასაგროვებლად. მოიმატებს მოქმედებისა და სიახლეების სურვილი. საქმე ბევრი გექნებათ. სასიყვარულო ურთიერთობებში, ეცადეთ იყოთ მხიარული, ოპტიმისტური, მოსიყვარულე და თბილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა