ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 21- 27 ივლისი

№29

ავტორი: „თბილისელები“ 10:00

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

 კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების აზრი და მოუსმინეთ ინტუიციას. მოგზაურობა უმჯობესია მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან ან ოჯახის წევრებთან ერთად.

კურო ♉

მიზანდასახულობა, დაგეხმარებათ ბარიერების დაძლევაში. ოჯახში და სასიყვარულო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენები და მოულოდნელი ცვლილებები შინაგან დაძაბულობას შეგიქმნით, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არაა.

ტყუპები ♊

ახალი საქმიანობა, მომავალში კარგ პერსპექტივებს გპირდებათ. ამ პერიოდში ადვილია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესება, არსებული პრობლემების მშვიდად მოგვარება. ნუ ენდობით უცნობებს.

კირჩხიბი ♋

ბევრ ყურადღებას მოითხოვს როგორც საქმიანი, ისე საოჯახო – პარტნიორული ურთიერთობები. სჯობს, რთული საქმეები დამოუკიდებლად არ შეასრულოთ. სასიყვარულო შეხვედრები, სიამოვნებას მოგიტანთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

ლომი ♌

პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები მთელს თქვენს ყურადღებას მიიპყრობს და მოგაცდენთ პროფესიონალური საქმეებისგან. ეცადეთ არ გადაღალოთ ორგანიზმი ზედმეტი შრომითა და ფიქრით. შეამცირეთ კონტაქტები.

ქალწული ♍

თავს ენერგიულად იგრძნობთ. სახლის საქმეები და მოვალეობები დამღლელი მოგეჩვენებათ, რაც შეიძლება მეუღლესთან კამათის მიზეზი გახდეს. ბუნებასთან კონტაქტი სულიერ წონასწორობას აღგიდგენთ.

სასწორი ♎

არ აჩქარდეთ და არ დაუშვათ შეცდომები, რომლებსაც ვეღარ გამოასწორებთ. ნუ ინერვიულებთ, რათა ამან ჯანმრთელობის გაუარესება არ გამოიწვიოს. მოერიდეთ სასიყვარულო ურთიერთობების ჩახლართვას.

მორიელი ♏

ბედნიერი შემთხვევა, ახალ სასიყვარულო კავშირს ან ახალ მომგებიანი წინადადებას შემოგთავაზებთ. მოიმატებს საჩუქრებისა და სიურპრიზების რაოდენობა. კარგი დროა, ჯანმრთელობის გასაკაჟებლად. მოგზაურობა, სჯობს გადადოთ.

მშვილდოსანი ♐

არაა გამორიცხული გარშემომყოფებთან დაპირისპირება. საქმიანი კავშირების დამყარებისას გააზრებულად გააკეთეთ არჩევანი. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა დამყარდება.

თხის რქა ♑

მოერიდეთ თქვენი შემოსავლების აფიშირებას. გადაადგილებები და შეხვედრები თქვენი გავლენის სფეროს გაზრდის. ახალი სასიყვარულო ურთიერთობა კი, შესაძლოა მალევე დასრულდეს.

მერწყული ♒

ბევრ ხალხთან ურთიერთობა დამღლელი იქნება. სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობებში დროულად გაარკვიეთ გაუგებრობები. ხშირად დაისვენეთ, რათა დაღლილობამ ავადმყოფობა არ გამოიწვიოს.

თევზები ♓

რთულ სიტუაციაში ადვილად გამოავლენთ შემოქმედებით პოტენციალს, განჭვრეტეთ მომავალ მოვლენებს და შეძლებთ გარშემომყოფებზე გავლენის მოხდენას. გამოიყენეთ მომხიბვლელობა და დიპლომატიურობა, რომ წინ წაიწიოთ კარიერაში და პირად ცხოვრებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა