ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  2 – 8 ოქტომბერი

№40

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 02.10, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

წინდახედულად იმოქმედეთ. არ დაარღვიოთ კანონი. ტაქტიანი და დიპლომატიური იყავით საყვარელ ადამიანსა და ახლო ნათესავებთან. ამგვარად ადვილად მიიღებთ საწადელს. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, დროულად მიიღეთ სათანადო ზომები.

კურო ♉

ფინანსებთან დაკავშირებით ნუ გარისკავთ და რჩევისათვის მიმართეთ საყვარელ ადამიანს. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი კლებას იწყებს, რაც შესაძლოა ავადმყოფობის მიზეზი გახდეს. ბუნებასთან დაახლოება და სუფთა ჰაერი გამოგისწორებთ განწყობას.

ტყუპები ♊

მეტი იმოძრავეთ, იურთიერთეთ და იმოქმედეთ. მეგობრებმა შესაძლოა ახალი საქმე შემოგთავაზონ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. კარგი დროა სიყვარულისათვის, დასვენებისათვის, მეგობრული კავშირებისა და გართობისთვის.

კირჩხიბი ♋

ძირითადი საზრუნავი ყოველდღიური საქმეები, ოჯახი და სახლი იქნება. მოიკლებს შემოსავლები. ეცადეთ არ იკონფლიქტოთ. ხშირად დაისვენეთ. ეცადეთ ეს პერიოდი ჰარმონიასა და სიმშვიდეში გაატაროთ.

ლომი ♌

სამსახურში მოსალოდნელია სამუშაო პროცესის გართულება. სასიყვარულო ურთიერთობა კი, შეიძლება გაუმჯობესდეს. მეტად დაინტერესდით პირადი პრობლემებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით. კარგია დიეტის დაცვაც.

ქალწული ♍

ყურადღება გმართებთ ფინანსური საბუთების მიმართ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. პირად ურთიერთობებში სჯობს დათმობაზე წახვიდეთ და გაითვალისწინოთ რჩეულის სურვილები. ეცადეთ, შეინარჩუნოთ კარგი განწყობა.

სასწორი ♎

გახშირდება გადაადგილებები. კარგი დროა ახალი ცოდნის მისაღებად ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ხანმოკლე კონფლიქტები კი ჯანმრთელობის უეცარი გაუარესების მიზეზი შეიძლება გახდეს.

მორიელი ♏

ახალი საქმის დაწყება, შესაძლოა გარკვეულ პრობლემებს დაუკავშირდეს. სამაგიეროდ წარმატებით წარიმართება ძველი საქმეები. მოგზაურობა სასურველია გადადოთ. არსებული სასიყვარულო ან საოჯახო კავშირი კი, შესაძლოა სხვების განხილვის საგნად იქცეს.

მშვილდოსანი ♐

ოჯახურ, სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ. თავი შეიკავეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. კარგი დროა მკურნალობის დაწყებისა და გარეგნობის გასაუმჯობესებლად.

თხის რქა ♑

პირად ცხოვრებაში, შეიძლება გახშირდეს ორაზროვანი სიტუაციები. უჩვეულო ემოციური მოთხოვნილებები ცუდად აისახება ჯანმრთელობაზე. ამ პერიოდში დაქვეითდება ფსიქოსომატური მდგომარეობაც, რაც მეტ ყურადღებასა და დასვენებას მოითხოვს.

მერწყული ♒

მოემზადეთ ახალი პროექტების დასაწყებად. უამრავი წვრილმანი პრობლემის მიუხედავად გაადვილდება მიზნის მიღწევა. გარშემომყოფები დაგეხმარებიან თანამდებობრივ ან პროფესიულ ზრდაში. მოგზაურობა სჯობს გადადოთ.

თევზები ♒

სასურველი ფინანსური მდგომარეობის მისაღწევად უნდა გამოავლინოთ მოთმინება და პროფესიონალიზმი. ოჯახური და სასიყვარულო კონფლიქტების დაძლევაში დაგეხმარებათ ახლობლების რჩევები. მოერიდეთ ფიზიკურ შრომას, ხშირად დაისვენეთ და ეცადეთ არ გადაღალოთ გონება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა