ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 18 – 23 ოქტომბერი

№42

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 17.10, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

ბედი გაგიღიმებს საბანკო საქმესა და კომერციაში. წარმატებას მოგიტანთ შემოქმედებითი საქმიანობა. მოერიდეთ სპონტანურ სასიყვარულო კავშირებს, რადგან ამას შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები მოჰყვეს.

კურო ♉

გაიზრდება იღბლიანობა ფინანსურ ოპერაციებთან მიმართებაში. გადაადგილებების რაოდენობა შეამცირეთ. ოჯახში არ იყოთ მომთხოვნი და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. საყვარელი ადამიანი, დაგეხმარებათ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში.

ტყუპები ♊

მოზღვავებული ენერგიის წყალობით, ჩანაფიქრების რეალიზებას მოახერხებთ. კარგი დროა ახალი საქმის დაწყებისთვის. მომხიბვლელობის მეშვეობით, ნებისმიერ ადამიანს ადვილად შეაყვარებთ თავს. ყურადღება გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.

კირჩხიბი ♋

თავს სტაბილურად იგრძნობთ. არ მიაქციოთ ყურადღება უეცრად წარმოქმნილ წინააღმდეგობებს და დასახული გეგმის მიხედვით იმოქმედეთ. პირად ცხოვრებაში საყვარელი ადამიანის მოუცლელობის გამო შესაძლოა მოიკლოს ხალისმა და მხიარულებამ. დადებითად ჩაივლის მოგზაურობა.

ლომი ♌

გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღეთ. შესაძლოა გამოსავალი იპოვოთ ძველი ჩახლართული საქმეებიდან და არაერთგვაროვანი სიტუაციებიდან. მოგიწევთ ოჯახის მატერიალური საკითხების მართვა. ოჯახის წევრებთან გატარებული საღამოები და საუბრები დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ქალწული ♍

აქტიური პერიოდია. შეიძლება მიიღოთ სარფიანი შემოთავაზებები. მეტად უსმინეთ ინტუიციას და სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ და იურიდიულ საკითხებში. მეტი თავდაჭერაა საჭირო პირად და საოჯახო ურთიერთობებში. ბუნებაში დასვენება, ადვილად აღგიდგენთ ენერგიას.

სასწორი ♎

გაიზრდება ენერგობალანსი, ინტუიცია და შემოქმედებითი თვითგამოვლენის უნარი. წარმატება გელით არა ერთ სფეროში. ეცადეთ, ფუჭად არ ხარჯოთ ფული. მოგზაურობისას შესაძლოა უჩვეულო სიტუაციებში აღმოჩნდეთ, რაც გავლენას მოახდენს თქვენს მომავალ გეგმებსა და მიზნებზე.

მორიელი ♏

მიუხედავად ენერგიის ნაკლებობისა, დროის უმეტესი ნაწილი სჯობს პროფესიონალურ საქმეებს დაუთმოთ. ზედმეტად თავდაჯერებული ნუ იქნებით. გაუფრთხილდით რეპუტაციას და დამოუკიდებლად ნურაფერს მოიმოქმედებთ. კარგი დროა მოგზაურობისთვის.

მშვილდოსანი ♐

მოზღვავებული ენერგია დაგეხმარებათ გადაადგილებებსა და ახალი კავშირების დამყარებაში. ნათესავების მეშვეობით შესაძლოა დაამყაროთ ახალი კონტაქტები პროფესიონალურ სარბიელზე, რაც დამატებით მოგებას მოგიტანთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებს.

თხის რქა ♑

საქმე ბევრი იქნება, თუმცა ემოციურობისა და რომანტიკული გრძნობების გამო გონება გაფანტული გექნებათ. მოსალოდნელია როგორც მოულოდნელი ხარჯი, ასევე შემოსავლის მიღებაც. მოგზაურობა დადებითად ჩაივლის.

მერწყული ♒

იდეების სიუხვე დაგეხმარებათ ახალი საქმეების გააზრებასა და ცხოვრებისეული ცვლილებების განხორციელებაში. სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობებში შესაძლოა გაჩნდეს პრობლემები. კარგი იქნება თუ თავისუფალ დროს დაუთმობთ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობას.

თევზები ♓

წარმატებას მოგიტანთ შემოქმედებითი საქმიანობა. თუმცა, აუცილებელია მეტი ყურადღება, რადგან თქვენმა წინსვლამ შეიძლება გაააქტიუროს კონკურენტები და შურიანი ადამიანები. ახალი სასიყვარულო პარტნიორი, სავარაუდოდ თქვენი კოლეგა ან თანამოაზრე იქნება. ეცადეთ არ გადატვირთოთ ორგანიზმი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა