ჰოროსკოპი და შეუცნობელი

17-23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

№46

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

შესაძლოა გართულდეს მოლაპარაკებების წარმოება. ყურადღებით და ფრთხილად იმოქმედეთ. ნუ გარისკავთ. მშვიდად დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები. ეცადეთ დაარეგულიროთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

კურო ♉

განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ხელშეკრულებებსა და საბუთებს. შესაძლოა გადაიდოს მოგზაურობა. სიფრთხილე გმართებთ სასიყვარულო ურთიერთობაში, რადგან ეჭვიანობა ჩხუბისა მიზეზი შეიძლება გახდეს.

ტყუპები ♊

საქმეებში მაქსიმალურად ყურადღებით იყავით, რათა არ დაუშვათ შეცდომები. გაგიჭირდებათ მოლაპარაკებების ჩატარება, ამიტომ სჯობს გადადოთ. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბრები სულიერ სიმშვიდეს შეგმატებთ.

კირჩხიბი ♋

ენერგიის დაქვეითება ცუდად აისახება ინფორმაციის გადამუშავებისა და ცოდნის მიღების პროცესზე. სასიყვარულო ურთიერთობებში აგრესიული და ემოციური იქნებით, ამიტომ მეტად გააკონტროლეთ საკუთარი თავი. მოგზაურობა სჯობს გადადოთ.

ლომი ♌

ენერგიის ნაკლებობა სიზარმაცისა და უხასიათობის მიზეზი გახდება. ზედმეტი ფული არ დახარჯოთ. ეცადეთ იპოვოთ ადამიანი, რომელთან ერთადაც შეძლებთ განმარტოებისა და დასვენებას. ერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს.

ქალწული ♍

თქვენს მომხიბვლელობას ამ პერიოდში მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის, განსაკუთრებით კი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები. ამ პერიოდში დამყარებული რომანტიკული კავშირი თქვენს იმედებს მომავალში ვერ გაამართლებს.

სასწორი ♎

კარგი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად, ჯანმრთელობის აღსადგენად , სწავლის გასაგრძელებლად. ყურადღებით იყავით, ნუ ენდობით უცნობ ადამიანებს და გაუაზრებლად ნუ გარისკავთ. რომანტიულ ურთიერთობებს ნუ გააბამთ უცნობებთან.

მორიელი ♏

ახალი კავშირები სოციალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ, თუმცა სამსახურის გამოცვლა, ან ახალი საქმის დაწყება ჯერ არ ღირს. დაღლილობის შეგრძნებისას აუცილებლად დაისვენეთ. გზებზე გადაადგილებისას სიფრთხილე გმართებთ.

მშვილდოსანი ♐

არახელსაყრელი დროა კარიერისა და პირადი ბიზნესისათვის. ოპონენტებმა ან კონკურენტებმა შესაძლოა ინტრიგები ჩახლართონ. საყვარელი ადამიანი ყოველმხრივ ეცდება დაგიდგეთ გვერდში. რეალურ გეგმებს ასრულება უწერია.

თხის რქა ♑

ახალი კავშირების მეშვეობით ბევრი იდეა გაგიჩნდებათ, თუმცა მათ განსახორციელებლად არა ერთი წინააღმდეგობის დაძლევა მოგიწევთ. საყვარელ ადამიანთან, ეცადეთ შეინარჩუნოთ მშვიდი მდგომარეობა.

მერწყული ♒

მეტ ყურადღებას მოგთხოვთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნუ ჩაებმებით კამათში და არ იფიქროთ სამსახურის შეცვლაზე. საქმეების სიმრავლის გამო დრო თითქმის არ დაგრჩებათ საყვარელი ადამიანისა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისათვის.

თევზები ♓

ახალი საქმიანობა გაგიღვივებთ თავის დამკვიდრებისა და საკუთარი განსაკუთრებულობის შეგრძნებას. კარგი პერიოდია სახლთან დაკავშირებული საქმეების მოგვარებისთვის. ფარული სასიყვარულო ურთიერთობა კი, მომავალი ნერვიულობის საბაბი შეიძლება გახდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა