კვირის პროგნოზი 17 - 23 აპრილი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 17.04, 2023 წელი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇
ვერძი ♈
გაგიჭირდებათ კომპრომისზე წასვლა. რაც არ უნდა ფრთხილად იმოქმედოთ, თქვენი ქცევა საზოგადოებისათვის გამომწვევი იქნება. გაიზრდება გადაადგილებების, შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობის რაოდენობა. ინფექციურ დაავადებებს ერიდეთ, რათა ზიანი არ მიაყენოთ თქვენს ორგანიზმს.
კურო ♉
მოთოკეთ ემოციები. შესაძლოა გაიზარდოს შეცდომების და საბუთებთან დაკავშირებული უსიამოვნებების რაოდენობა. საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. ხშირად დაისვენეთ, რათა გადაღლა ავადმყოფობის მიზეზი არ გახდეს.
ტყუპები ♊
საეჭვო შემოთავაზებებს და ემოციურად მოქმედებას ერიდეთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. დასახეთ ახლო მომავლის გეგმები, რათა დროულად დაიწყოთ მოქმედება. საყვარელ ადამიანთან განმარტოებისას კი, ადვილად შეძლებთ მის მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის გამოვლენას.
კირჩხიბი ♋
თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებასა და წარმატებით მოქმედებაში. ეცადეთ, ნაკლებად გაღიზიანდეთ გარშემომყოფებზე. სჯობს ფარულად იმოქმედოთ, რათა ჩანაფიქრი ბოლომდე მიიყვანოთ. მოგზაურობები მინიმუმამდე შეამცირეთ.
ლომი ♌
ენერგეტიკა დაიწყებს დაქვეითებას. თავი აარიდეთ ცდუნებებს. გამოიყენეთ ეს დრო, ახალი პირადი პარტნიორული ურთიერთობის დასამყარებლად. ხელმომჭირნედ ხარჯეთ ფული და სიფრთხილე გამოიჩინეთ გადაადგილებისას.
ქალწული ♍
გააკონტროლეთ ემოციები და ნუ აჩქარდებით. გაუაზრებელი ქცევები მომავალში ნეგატიურად აისახება თქვენს კარიერასა და მთლიანად ცხოვრებაზე. პირად ურთიერთობებში მომხდარი გაუთვალისწინებელი მოვლენები, ერთიორად დაგაახლოებთ საყვარელ ადამიანთან.
სასწორი ♎
არ აჰყვეთ საეჭვო შემოთავაზებებს, არ გააკეთოთ ნაჩქარევი დასკვნები და არ გადადგათ გაუაზრებელი ნაბიჯები. სასიყვარულო ურთიერთობებში ქაოსმა, შესაძლოა ავნოს თქვენს კარიერას. მოგზაურობები გადადეთ და ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ.
მორიელი ♏
ენერგიული და საქმიანი კვირაა, სამუშაოც ბევრი გექნებათ. გეგმაზომიერად იმოქმედეთ. კარგი იქნება, თუ ნაკლებად იკონტაქტეთ უცხო ხალხთან და მოერიდებით საზოგადოებრივ ადგილებს. ამგვარად აიცილებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
მშვილდოსანი ♐
ენერგიული, შრომისუნარიანი და ცნობისმოყვარე იქნებით. საყვარელი ადამიანის მდგომარეობამ შესაძლოა პირადი მიზნების მიღწევაში შეგიშალოთ ხელი. გაგიადვილდებათ გადაადგილება და ახალი კავშირების დამყარება.
თხის რქა ♑
დრო ხელსაყრელია ახალი წამოწყებებისთვის, ჩანაფიქრის განსახორციელებლად, ხელმძღვანელებთან და პარტნიორებთან მოსალაპარაკებლად, ბიზნესის გასაფართოებლად. ეს პერიოდი დიდწილად განსაზღვრავს თქვენს ფინანსურ წარმატებას, ამიტომ ეცადეთ არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღებისას.
მერწყული ♒
ზედმეტად ნუ გადაიღლებით, რათა არ გაამწვავოთ ქრონიკული დაავადებები. ეცადეთ, სახლში შეინარჩუნოთ ჰარმონიული გარემო. ახალი ფინანსური გარიგებებისათვის ცუდი დროა, რადგან შესაძლოა დანაკარგი განიცადოთ. მოერიდეთ უცხოელებთან მჭიდრო კავშირს. სიტყვაზე ნურავის ენდობით.
თევზები ♓
არაფერი კარდინალურად არ შეცვალოთ, განსაკუთრებით პროფესიასთან მიმართებაში. მიმდინარე ცვლილებები სანერვიულოდ არ ღირს. ძველი პრობლემა თავისით მოგვარდება. მოგზაურობა გადადეთ, მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, სულიერ სიმშვიდეს შეგმატებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან