ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 16 – 22 იანვარი

№3

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 16.01, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

მეგობრებთან ურთიერთობის დროა, რომელიც თქვენი გეგმების ახლო მომავალში განხორციელებაში დაგეხმარებათ. მეტი მნიშვნელობა მიანიჭეთ საყვარელ ადამიანთან ან საქმიან პარტნიორთან კონტაქტს. მოიმატებს გადაადგილებების რაოდენობა.

კურო ♉

მეტი იმოძრავეთ, იურთიერთეთ და იმოქმედეთ. მოზღვავებული ენერგია დაგეხმარებათ ხშირ გადაადგილებებსა და ახალი კავშირების დამყარებაში. ინფორმაციის გამოყენება, გადაუმოწმებლად რეკომენდებული არაა. მოგზაურობები წარმატებას მოგიტანთ.

ტყუპები ♊

რეალურად შეაფასეთ როგორც საკუთარი შესაძლებლობები, ასევე სამოქმედო პირობები, რათა გაიუმჯობესოთ ფინანსური და მატერიალური მდგომარეობა. ყურადღებას მოითხოვს როგორც საქმიანი, ისე საოჯახო პარტნიორული ურთიერთობები. ახალი ნაცნობობის შემთხვევაში შესაძლოა თანამოაზრეებიც გამოგიჩნდნენ.

კირჩხიბი ♋

ძალზე მნიშვნელოვანი იქნება საქმიანი კავშირების გაფართოება და შემოსავლების ზრდაზე ზრუნვა. კარგი დროა დაწყებული საქმეების დასრულებისთვის. ჰარმონიული პირადი ურთიერთობები, შინაგან სიმშვიდეს გააძლიერებს. მოგზაურობა კი, დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის გამოიყენეთ.

ლომი ♌

შინაგანი წონასწორობა დაგეხმარებათ სირთულეების გადალახვაში და მიზნების მიღწევაში. შესაძლოა გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. გადაადგილებები ახალი იდეებით აღგავსებთ. საყვარელ ადამიანთან, არ დამალოთ ემოციები.

ქალწული ♍

მეტად მოთხოვნადი გახდებით როგორც ახლობლების, ისე კოლეგებისა და ნაცნობების წრეში. მოერიდეთ გადამეტებულ დროსტარებას და მეტი დრო დაუთმეთ დაგროვილ საქმეებს. კარგი დროა მოგზაურობისთვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და პირად ცხოვრებაში დადებითი ცვლილებებისთვისაც.

სასწორი ♎

მოიმატებს მომხიბვლელობა და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის უნარი. პრობლემების გააზრებისას დაინახავთ, თუ რა გაკავშირებთ და რა გაშორებთ თქვენს მიზანთან. გაგიჩნდებათ საკუთარი ჯანმრთელობისა და გარეგნობის გაუმჯობესების სურვილი.

მორიელი ♏

ადრე დახარჯული შრომა, შედეგებს გამოიღებს, რაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აისახება. იდეების სიუხვე დაგეხმარებათ ახალი საქმეების გააზრებასა და ცხოვრებისეული ცვლილებების განხორციელებაში. როგორც ახლო, ისე შორეული მოგზაურობა ახალ პერსპექტივებს დაგისახავთ.

მშვილდოსანი ♐

დაასრულეთ ძველი საქმეები. პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად, უცნობებთან ნუ იურთიერთებთ, რათა არ მოტყუვდეთ. ახალი სასიყვარულო ურთიერთობა, შესაძლოა იმდენად უეცრად დაგატყდეთ თავს, რომ თავადაც ვერ მიხვდეთ.

თხის რქა ♑

ახალ საქმის დაწყების შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართეთ ახლო ნათესავებსა და მეგობრებს. მოგებას მოგიტანთ კომერციული საქმიანობაც. ნუ გამოიყენებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით.

მერწყული ♒

სჯობს თავი აარიდოთ სერიოზული საკითხების განხილვას. მიზნის მისაღწევად, კატეგორიული არ იყოთ. საყვარელ ადამიანთან უთანხმოების შემთხვევაში, მას რამე აჩუქეთ და ყველაფერი უმალ გამოსწორდება. მოსალოდნელია ხშირი გადაადგილებები.

თევზები ♓

თავს სანაქებოდ იგრძნობთ და მოგინდებათ ახალი პროფესიული მწვერვალების დაპყრობა. იდეებისა და ჩანაფიქრების რეალიზება, გაგიადვილდებათ ძველი პარტნიორთა დახმარებით. კარგი დროა, ახალი ნაცნობობისთვის. სასიყვარულო შეხვედრები და ურთიერთობები კი, სიამოვნებას მოგიტანთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა