კვირის პროგნოზი 15-21 სექტემბერი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
მოზღვავებული ემოციები და არაორდინარული იდეები არავის მოახვიოთ თავს. კარგია ახალი საქმეების დაწყება. დადებითად განვითარდება ნათესავებთან ერთად წამოწყებული საქმე. მოგზაურობისას დადებითი ემოციებით აღივსებით.
კურო ♉
მიღებული ინფორმაცია გადაუმოწმებლად არ გამოიყენოთ. არ გაამწვავოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ახალი სასიყვარულო რომანი კი, დიდხანს ვერ გასტანს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, სიფრთხილე გამოიჩინეთ ქუჩაში მოძრაობისას და მოგზაურობისას.
ტყუპები ♊
თავი შეიკავეთ დიდი შენაძენებისგან და ეცადეთ შეინარჩუნოთ ფინანსური სტაბილურობა. დრო გამონახეთ იმისთვის, რომ გაერკვეთ სამომავლო მიზნებში. მოლაპარაკებები და შეხვედრები ცოტა გართულდება.
კირჩხიბი ♋
სამსახურის შემოთავაზებაზე არ თქვათ უარი. ფინანსური სტაბილურობის შესაცვლელად, აუცილებელია ცხოვრებისეული ცვლილებები. კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებას მიაქცევთ ჯანმრთელობას და მოერიდებით შორეულ მოგზაურობას.
ლომი ♋
კარგი დროა ფინანსური ოპერაციებისა და ხელშეკრულებების დასადებად, მოგზაურობისათვის, ცოდნის გასაღრმავებლად. არსებობს ახალი სასიყვარულო კავშირის დამყარების ალბათობაც, რომელიც თქვენს ცხოვრებას რომანტიკულობას შემატებს.
ქალწული ♍
შესაძლოა, სასიყვარულო პარტნიორზე დამოკიდებული გახდეთ არა მარტო სულიერად, არამედ ფინანსურადაც. რთულ სიტუაციებში მოერიდეთ ემოციურობას და დახმარება სთხოვეთ გამოცდილ ადამიანებს. ყურადღება გამოიჩინეთ საბუთებთან.
სასწორი ♎
ახალი კავშირები ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღებას. ოჯახის წევრებისაგან მიღებული რჩევები დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. გაიზრდება მომხიბვლელობა, რაც საწინააღმდეგო სქესის თაყვანისმცემლების რაოდენობას გაზრდის.
მორიელი ♏
სჯობს, გადაწყვეტილებები და პირველი ნაბიჯები ახლისკენ მოგვიანებით გადადგათ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან არ იყოთ აგრესიული.
მშვილდოსანი ♐
გაგიადვილდებათ სწრაფად და მიზანმიმართულად მოქმედება და სასურველი შედეგების მიღება. იმპულსურ გადაწყვეტილებებს, სჯობს ერიდოთ. ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ და საბუთები, სანამ ხელს მოაწერთ, კარგად გადაამოწმეთ.
თხის რქა ♑
მოგიწევთ დრო დაუთმოთ ყოველდღიურ საქმეებსა და ოჯახის წევრების პრობლემებს. პირად და საოჯახო საქმეებში, ახლობლების დახმარების იმედი ნუ გექნებათ. დამოუკიდებლად იმოქმედეთ. შვებას მოგიტანთ ბუნებაში გასეირნება და საყვარელ ადამიანთან მშვიდი ურთიერთობა.
მერწყული ♒
არაფერი შეცვალოთ, რადგან ეს დამატებით პრობლემებს შეგიქმნით. სამსახურებრივ საქმეებში გაუგებრობებს, ადვილად მოაგვარებთ. სასიყვარულო სფეროში გაითვალისწინეთ ყველა დეტალი. მიღებული ინფორმაცია კი, აუცილებლად გადაამოწმეთ.
თევზები ♓
გაგიჭირდებათ საკუთარი შესაძლებლობების სწორად განსაზღვრა, რის გამოც გეგმები შეიცვლება. სამაგიეროდ, გაგიადვილდებათ ახლის შესწავლა, ინფორმაციის მიღება, ახალი კავშირების დამყარება და ურთიერთობა. კარგი დროა გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან