ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 14 – 20 ოქტომბერი

№42

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 14.10

მიხეილ გაცარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

ბევრი საქმის მოსწრებას შეძლებთ. ეცადეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობისას საქმიანი და ქმედითი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ. ნუ მოაკლებთ ყურადღებას ახლობელ ადამიანებს, რათა არავინ გაგინაწყენდეთ. მოგზაურობა დადებითად ჩაივლის.

კურო ♉

მოემზადეთ ახალი პროექტების დასაწყებად. არსებობს კარიერაში წინსვლის ალბათობაც. თუ სასიყვარულო კავშირი არ გაკმაყოფილებთ, შესაძლოა დაფიქრდეთ მის გაწყვეტაზე. კონტაქტებისა და გადაადგილებების დროს ფრთხილად იყავით.

ტყუპები ♊

მეტი დრო გაატარეთ საზოგადოებაში. ნუ დაკარგავთ რეალობის შეგრძნებას და მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ექსტრავაგანტურ ადამიანთან რომანი სახალისო მოგეჩვენებათ, თუმცა შესაძლოა ბევრი რამ ილუზია აღმოჩნდეს.

კირჩხიბი ♋

მოერიდეთ საკუთარ თავზე ახალი მოვალეობების აღებას, რადგან დამატებითი საქმე გაგირთულებთ ცხოვრებას და პრობლემებს შეგიქმნით ურთიერთობებში. აუცილებლად გადაამოწმეთ იურიდიული და ფინანსური საბუთები. მეგობრული ურთიერთობა კი, შესაძლოა სასიყვარულოში გადაიზარდოს.

ლომი ♌

სიფრთხილე გამოიჩინეთ თანამშრომლობისას და ნუ გამოეკიდებით დიდ და სწრაფ მოგებას. კარგი იქნება თუ გააფართოვებთ საურთიერთო წრეს. კარგია ძველი კავშირების აღდგენა და სასიყვარულო ურთიერთობა. მოგზაურობა კი, დროებით სასურველია გადადოთ.

ქალწული ♍

მოსალოდნელია როგორც მოულოდნელი ხარჯი, ასევე შემოსავლის მიღებაც. მუშაობისას ორიგინალური მეთოდების გამოყენება, დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება დაფასებისა და აღიარების მოპოვება, ამიტომ ხმამაღლა ისაუბრეთ თქვენს მიღწევებზე.

სასწორი ♎

გაიზრდება სასიცოცხლო ძალები. მეტად შრომისუნარიანი, მზრუნველი და ყურადღებიანი გახდებით. ნუ გარისკავთ. ინფორმაცია კარგად გადაამოწმეთ და ნუ ენდობით ჭორებს. ვნებები გაგილამაზებთ სასიყვარულო სფეროსა და პირად ცხოვრებას.

მორიელი ♏

ნუ დახარბდებით სწრაფ შემოსავალზე და მოერიდეთ პრაგმატულ გათვლებს, რათა პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში არ გახშირდეს გაუგებრობები. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ჯერ ნუ მიიღებთ. მოგზაურობისას მოერიდეთ უცნობებთან ზედმეტ სიახლოვეს.

მშვილდოსანი ♐

საქმეში, მეტი ყურადღებით ჩაუკვირდით საბუთებსა და იურიდიულ საკითხებს. გაუმჯობესდება ურთიერთდამოკიდებულება ნათესავებთან. მეტი ინტერესი გაგიჩნდებათ ფსიქოლოგიისა და ეზოთერული მეცნიერებების მიმართ. მეგობრული ურთიერთობა შეიძლება სასიყვარულოში გადაიზარდოს.

თხის რქა ♑

ძველი საქმეების მოგვარებისა და დასრულების დროა. ცხოვრებისეული ცვლილებები დამოკიდებულს გაგხდით გარემოებებზე. ახალ ინფორმაციას ადვილად მიიღებთ და აითვისებთ.

მერწყული ♒

როგორც საკუთარ, ასევე პარტნიორთა, ოჯახის წევრთა, საყვარელ ადამიანთა და მეგობართა საქმეებში, ბევრ გაუგებრობას ექნება ადგილი. შესაძლოა გარკვეულ დათმობებზეც მოგიწიოთ წასვლა. შესაძლოა, დაიძაბოს სასიყვარულო სფერო.

თევზები ♓

შემოქმედებითად იქნებით განწყობილი და შესაძლოა, ადვილად შეცვალოთ ცხოვრების ჩვეული წესი. არ გაგიჭირდებათ სწრაფი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. იდეალური რომანტიკული ურთიერთობა კი, მხოლოდ თქვენს ფანტაზიაში ჰპოვებს ადგილს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა