კვირის პროგნოზი 13-19 ოქტომბერი
ავტორი: „თბილისელები“ 13:19

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
დროა დაფიქრდეთ კარიერაზე, ჯანმრთელობასა და იმიჯზე. ნებისმიერი სირთულის სიტუაციას დააღწევთ თავს. კარგი პერიოდია გადაადგილებებისა და უცხოებთან საურთიერთოდ. მოჭარბებული ენერგია სჯობს შემოქმედებითად დახარჯოთ.
კურო ♉
გაიზრდება თქვენი შარმი, რაც საწინააღმდეგო სქესის თაყვანისმცემლების რაოდენობას გაზრდის. მოერიდეთ ჭირვეულობას და კრიტიკას. შორეული მოგზაურობა ამ პერიოდში სასურველ წარმატებას არ მოგიტანთ.
ტყუპები ♊
მოერიდეთ ბევრ ხალხთან კონტაქტს. შესაძლოა ახლობლებმა კონფლიქტურ სიტუაციებში ჩაგითრიონ, რაც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი გახდება. არ არის რეკომენდებული რისკი და ფულის ვალში აღება.
კირჩხიბი ♋
დასახული გეგმით იმოქმედეთ. დაამყარეთ კარგი ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან, რათა დასახულ მიზანს სწრაფად მიაღწიოთ. ყურადღებით იყავით საბუთებთან მუშაობისას და მოლაპარაკებების ჩატარებისას. სასიყვარულო პარტნიორი ყველა სიტუაციაში დაგიჭერთ მხარს.
ლომი ♌
ხშირი შეხვედრები და დროსტარება სჯობს შეამციროთ, რათა თავი აარიდოთ უსიამოვნებებს. კარგია იმიჯის შეცვლა. დრო ხელს უწყობს ცოდნის ამაღლებას. თუ მოზღვავებულ ენერგიას დაუთმობთ საყვარელ ადამიანს, ეს ორივეს დიდ სიამოვნებას მოგიტანთ.
ქალწული ♍
თავს ენერგიულად იგრძნობთ. გაზრდილი შრომისუნარიანობა და ამტანობა დაგეხმარებათ შემოქმედებითად და შედეგიანად მუშაობაში. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი მოთმინებაა საჭირო.
სასწორი ♎
ახალი საქმის დაწყებისას მეტი სერიოზულობა გმართებთ. წინააღმდეგობების გადალახვა ახალი მეთოდებით მოგიწევთ. ყურადღება მიაქციეთ ბავშვებსა და მათ პრობლემებს. ეცადეთ არ იკამათოთ. მშვიდ გარემოში დასვენება, ან ახლო მოგზაურობა გაგიუმჯობესებთ განწყობას.
მორიელი ♏
კარგი დროა ავტორიტეტის გასამყარებლად. უამრავი პრობლემის მიუხედავად შესაძლებელი იქნება საქმეებში მიზნის მიღწევა, ოღონდ ნუ გარისკავთ, თავი შეიკავეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.
მშვილდოსანი ♐
მოერიდეთ კოლეგებთან, ნათესავებთან და მეზობლებთან კამათს. უმჯობესია ეს პერიოდი მშვიდად განვლოთ. მგზავრობა სჯობს გადადოთ, რადგან არსებობს გაუთვალისწინებელი უსიამოვნებების ალბათობა.
თხის რქა ♑
ბედი გაგიღიმებთ საბანკო საქმესა და კომერციაში. ნუ იმოქმედებთ ძალისმიერად. მეტად უსმინეთ ინტუიციას. სასიყვარულო ურთიერთობა სწრაფად განვითარდება. მოგზაურობისას მოერიდეთ აზარტს.
მერწყული ♒
ენერგეტიკული მაჩვენებელი დაბალია, რაც შესაძლოა მუშაობის ხარისხსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახოს. მოგზაურობა სჯობს დროებით გადადოთ. თავდაჭერილი იყავით ახალი ემოციებისა და ვნებების მიმართ.
თევზები ♓
გაიზრდება ამტანიანობა და გაუმჯობესდება გუნება-განწყობა. პროფესიული საქმიანობა და გაწეული შრომა სათანადოდ დაფასდება. ჩანაფიქრების ხორცშესხმის და ახალი საქმიანობის დაწყების დროა. კარგია ახალი კავშირების დამყარება, სასიყვარულო შეხვედრები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან