ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 12-18 იანვარი

№2

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 05.01

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

გაიზრდება შემოქმედებითი მონაცემები. მეტად კომუნიკაბელური, თავდაჯერებული და ქმედითუნარიანი გახდებით. ადვილად გაართმევთ თავს სირთულეებს. გაიზრდება მომხიბვლელობა და თაყვანისმცემელთა რიცხვი.

კურო ♉

წარმატება გელით როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმიან ურთიერთობებში. თუ გამოიყენებთ ხელსაყრელ მომენტს, კარიერაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამთ და ადვილად მიაღწევთ წარმატებებს.

ტყუპები ♊

მოიმატებს იღბლიანობა. კარგი პერიოდია ახალი ხალხის გასაცნობად, უცხოელებთან საქმიანი მოლაპარაკებების გასამართად. მეტად მომთმენი იყავით, რათა გართულებები არ მოჰყვეს სასიყვარულო ან საქორწინო ურთიერთობას.

კირჩხიბი ♋

შეამცირეთ შეხვედრები, გადაადგილებები. არ აჰყვეთ ემოციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს აგრესია, რაც არა ერთ კავშირსა და საქმეს მიაყენებს ზიანს. საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში, აქტიურ მონაწილეობას ნუ მიიღებთ, რათა არ გაღიზიანდეს.

ლომი ♌

კარგი დროა, პირად ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყებად. ადვილად გაართმევთ თავს სირთულეებს. საქორწინო ან სასიყვარულო პარტნიორის დახმარებით, შეძლებთ ზედმეტი დანახარჯებისთვის თავის არიდებას.

ქალწული ♍

გაგიჭირდებათ პროფესიული და სახლის საქმეების ერთდროულად შესრულება. იმუშავეთ ჯგუფურად, რათა გაუმკლავდეთ დასახულ ამოცანებს. პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები, დროულად გააკონტროლეთ, რათა გართულება არ მოჰყვეს.

სასწორი ♎

თავდაჯერებულობას შეგმატებთ პროფესიული წარმატება. საქმეების გამო ცოტა დრო დაგრჩებათ პირადი ცხოვრებისა და დასვენებისათვის. მოერიდეთ გადამეტებულ ხარჯებს.

მორიელი ♏

თქვენი ენთუზიაზმი გადამდებად იმოქმედებს გარშემომყოფებზე. დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ პირად და საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებს. არსებული სასიყვარულო ურთიერთობა კი, შეიძლება სწრაფად შეცვალოს ახალმა.

მშვილდოსანი ♐

ბევრი საქმის შესრულებას მოასწრებთ. სწრაფად და წარმატებით დაასრულებთ ყველა ადრე დაწყებულ პროექტს. ცხოვრებისეული გეგმების შეცვლით კი, გაგიადვილდებათ ახალი მიზნების დასახვა.

თხის რქა ♑

დინამიკური და ენერგიული პერიოდია. საფუძველს ჩაუყრით ახალ პროექტებსა და წამოწყებებს. მოგზაურობებისგან, სჯობს თავი შეიკავოთ. ნუ დაიწყებთ სასიყვარულო ურთიერთობას უცნობ ადამიანთან.

მერწყული ♒

შესაძლოა მიიღოთ სერიოზული ცხოვრებისეული გადაწყვეტილება, რაც თქვენს კარიერაში და სოციალურ მდგომარეობაში ცვლილებებს გამოიწვევს. სამსახურში მოსალოდნელია დაწინაურება.

თევზები ♓

გაიზრდება თქვენი როლი ახლობლების, ოჯახის წევრებისა, მეგობრებისა და ნათესავების ცხოვრებაში. მოგიწევთ ერთდროულად არა ერთ პრობლემაზე ფიქრი და ბევრი საქმის შესრულება. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი