ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 11-17 აგვისტო

№32

ავტორი: „თბილისელები“ 10:00

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

მოიმატებს სასიცოცხლო ენერგია, გაგიუმჯობესდებათ განწყობა. კარგი დროა ახალი საქმის დაწყებისა და ადრე დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად. მოგზაურობისას, ნუ მიენდობით ახალ გაცნობილ ადამიანებს.

კურო ♉

ყველა ღონე იხმარეთ, რათა არ გაგიფუჭდეთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ კარიერას, პროფესიონალურ საკითხებსა და ჯანმრთელობას. მოერიდეთ რისკსა და კაპიტალდაბანდებებს.

ტყუპები ♊

ჩანაფიქრების რეალიზება გაგიადვილდებათ ძველი პარტნიორთა დახმარებით. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის და მოგზაურობისათვის. სასიყვარულო ურთიერთობები კი, სიამოვნებას მოგიტანთ და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

კირჩხიბი ♋

მშვიდ გარემოში შეძლებთ უკეთ დაინახოთ და გააანალიზოთ მოვლენები. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება კარიერული ზრდის სტიმული გახდება. გაიზრდება კონტაქტების რაოდენობა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ეცადეთ მეტად გულღია გახადოთ.

ლომი ♋

სიმშვიდე და დადებითი განწყობა სტაბილური ჯანმრთელობისა და ნაყოფიერი მუშაობის საწინდარი გახდება. არსებობს კარიერაში წინსვლის ალბათობა. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები.

ქალწული ♍

საქმეებში წარმატება კარგი განწყობისა და სულიერი სიმშვიდის საწინდარი გახდება. რაც არ უნდა დამღლელად მოგეჩვენოთ შეხვედრები და მოლაპარაკებები, უარი არ თქვათ მათზე. ეს დაგეხმარებათ კარიერულ ზრდაში და ფინანსურ წარმატების მოპოვებაში.

სასწორი ♎

საქმიანი აქტიურობა და მიზანდასახულობა, წარმატებების საწინდარი გახდება. გაიზრდება სიცოცხლისუნარიანობაც, რის შედეგად გაუმჯობესდება განწყობა. ახლობლებთან ერთად დაწყებული ახალი პროექტები, მომავალში კარგ შემოსავალს გპირდებათ.

მორიელი ♏

წარმატება გელით შემოქმედებით სფეროში. თუ გამოიყენებთ სასიკეთო შემთხვევებს, წარმატებას მიაღწევთ ფინანსურ საკითხებში. გამოიყენეთ სხვათა გამოცდილება, რათა თქვენი საქმიანობა მეტად პერსპექტიული და მომგებიანი გახდეს.

მშვილდოსანი ♐

თქვენს მომხიბვლელობას ამ პერიოდში მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის, განსაკუთრებით კი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები. საქმეში წინსვლისათვის აუცილებელი იქნება დამატებითი ცოდნის მიღება და ახლობლების დახმარება.

თხის რქა ♑

პირადი პრობლემების გამო, გაგიჭირდებათ პროფესიული საქმეების შესრულება. გადაწყვეტილებების მიღებისას, გონივრულად განსაჯეთ ყველაფერი. საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებში თავშეკავებული იყავით და წინასწარ არ გაამხილოთ თქვენი გეგმები.

მერწყული ♒

მიზნების მიღწევაში ახლობლები დაგეხმარებიან. კარგი დროა გადაადგილებებისათვის და ახალი კავშირების დასამყარებლად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში, ცვლილებები მოსალოდნელი არაა.

თევზები ♓

ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება დაუკავშირდება ახალ შემოთავაზებებს. ადვილად მიიზიდავთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას. სამსახურში ცვლილებები, თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა