ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 10-16 ნოემბერი

№45

ავტორი: „თბილისელები“ 11:00

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

კარგი დროა ახალი კავშირების დამყარებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და მოგზაურობისთვის. სასიყვარულო ფრონტზე კი, სურვილის მიუხედავად, დიდი ცვლილებების განხორციელებას ვერ შეძლებთ.

კურო ♉

ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ძველ საქმიან პარტნიორებს მიმართეთ დახმარებისათვის. იმისათვის, რომ საყვარელ ადამიანთან შეინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა, ეცადეთ მეტად ყურადღებიანი იყოთ. ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არაა.

ტყუპები ♊

ადვილად გაართმევთ თავს ძველი საქმეების დასრულებას და შესაძლოა, კარგი გასამრჯელოც აიღოთ. სამსახურში პრობლემების გაჩენისას დაფიქრდით იმაზე, თუ რისი შეცვლაა აუცილებელი. მოგზაურობისას სიფრთხილე გმართებთ.

კირჩხიბი ♋

ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს, მოგზაურობებსა და შეხვედრებს. რთული პერიოდია როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობებისათვის. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ხშირად დაისვენეთ.

ლომი ♌

საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება ხელმძღვანელი პირების მოწონებას დაიმსახურებს. გაზრდილი მომხიბვლელობა ბევრ ახალ თაყვანისმცემელს შეგძენთ. ზედმეტად ნუ გადაიღლებით და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად დროულად მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები.

ქალწული ♍

კარგი დროა პროფესიის ან სამსახურის შეცვლისათვის, რაც ერთდროულად ფინანსურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს და კარიერულ ზრდასაც უზრუნველყოფს. ახალი ურთიერთობის გამო მზად იქნებით გაწყვიტოთ ძველი კავშირი. კარგი დროა, უცხოელებთან საქმიანი ურთიერთობებისათვის.

სასწორი ♎

ჩანაფიქრების განხორციელების დროა. ადვილად გაუმკლავდებით რთულ სიტუაციებს. კარგი დროა იმიჯის დასახვეწადაც. დადებითი ცვლილებები დადებით გავლენას მოახდენს სასიყვარულო ურთიერთობაზე.

მორიელი ♏

თქვენი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა დაქვეითებულია, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის არც პროფესიონალურ საქმიანობას და არც მიზნის მიღწევას. საყვარელი ადამიანი და ოჯახის წევრები ყოველმხრივ გვერდში დაგიდგებიან.

მშვილდოსანი ♐

აქტიური მუშაობის, შეხვედრებისა და საინტერესო კავშირების დამყარების პერიოდია. საყვარელ ადამიანზე ზრუნვა და მისი მოვლა იდილიურ სასიყვარულო ატმოსფეროს შექმნის. შორეული მოგზაურობა კი სჯობს დროებით გადადოთ.

თხის რქა ♑

არახელსაყრელი დროა ახალი საქმის დასაწყებად. მეუღლესთან ან ბავშვებთან მიმართებით ნუ გაამწვავებთ ურთიერთდამოკიდებულებას და ნუ შექმნით დამატებით პრობლემებს. გადაადგილებები და მოგზაურობები მინიმუმამდე შეამცირეთ.

მერწყული ♒

თამამად განახორციელეთ ძველი ჩანაფიქრები. გაადვილდება საქმეებში მიზნის მიღწევა. მეტად ტაქტიანი და დიპლომატიური იყავით საყვარელ ადამიანსა და ახლო ნათესავებთან. მოგზაურობამ, შესაძლოა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოს თქვენზე და ახალი მიზნებისკენ გიბიძგოთ.

თევზები ♓

მთავარ საზრუნავს ფინანსური საკითხები და შემოსავლის გაზრდა წარმოადგენს. საყვარელ ადამიანთან უთანხმოებას, დიდ ხანს ნუ გააგრძელებთ. სიამოვნებას მოგიტანთ იმიჯის ცვლილება და ვარჯიში. დადებითად ჩაივლის ახლო მოგზაურობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა