კვირის პროგნოზი 1 – 7 იანვარი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 01.01, 2024 წელი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
აქტიური და მოგებიანი პერიოდია, როდესაც ყველაფრის მოსწრება და შესრულება იქნება შესაძლებელი. პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არაა. ამ დროს დაწყებული მოგზაურობა კი, დამღლელი აღმოჩნდება უეცრად წარმოქმნილი წვრილმანი პრობლემის გამო.
კურო ♉
დატვირთული, აქტიური და შემოქმედებითი დროა, როდესაც არა ერთი პრობლემის დასრულება იქნება შესაძლებელი. დღესასწაულები მხიარულად ჩაივლის და დადებით ემოციებს გააძლიერებს. ახლო მოგზაურობები დადებითად ჩაივლის, თუ გზებზე მოძრაობისას ყურადღებით იქნებით.
ტყუპები ♊
არ აჰყვეთ ცდუნებებს, რადგან შეცდომებს ვერ ასცდებით. ხელმომჭირნედ ხარჯეთ ფული. ოჯახში გატარებული დღეები სასიამოვნო და სახალისო იქნება. უცხოეთში მიმოწერა და იქიდან მიღებული ინფორმაცია ახალ პერსპექტივებს გიქადით.
კირჩხიბი ♋
სასიამოვნო და აქტიური კონტაქტების პერიოდია. საქმეების სიმცირე დასვენების საშუალებას მოგცემთ. კარგი დროა პოპულარობის გასაზრდელად და სოციალური სტატუსის ასამაღლებლად. ახლო მოგზაურობა დადებითად ჩაივლის.
ლომი ♌
რეალურად შეიგრძნობთ სიახლეების სურვილსა და ცხოვრებისეული ცვლილებების აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ სასიყვარულო და საქმიანი პარტნიორების მიმართ. კარგი პერიოდია სადმე გამგზავრებისა და დასვენებისათვის.
ქალწული ♍
სასიამოვნო ემოციებისა და კომუნიკაციების პერიოდია. შესაძლებელი იქნება ახალი იდეებისა და ფანტაზიების ხორცშესხმა. მოიმატებს თქვენი ენერგიულობა და აქტიურობა. ყურადღება სჭირდება ფინანსებს, რათა ზედმეტად არ გაიზარდოს ხარჯი. გადაადგილებები, სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
სასწორი ♎
ყველაფერში დაიცავით ზომიერება. ენერგეტიკა დაქვეითებულია, რის გამოც მოგიწევთ მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას და აკონტროლოთ ემოციები. კარგი დროა პირადი შემოქმედებითი საქმიანობისათვის.
მორიელი ♏
თავს მხნედ იგრძნობთ და გაგიადვილდებათ ბევრ ხალხთან შეხვედრა. რთული თემების განხილვისას ადვილად შეუცვლით მსმენელს აზრსა და ფასეულობებს. სახლში ჰარმონია დაისადგურებს. რომანტიკული განწყობა განაპირობებს პირადი კავშირების გაუმჯობესებასა და გამყარებას.
მშვილდოსანი ♐
დრო ხელს უწყობს ახალი პირადი ურთიერთობის დაწყებასა და გრძნობის თამამად გამხელას. დამოუკიდებ
ლად მარტივად გაართმევთ თავს საქმეებს. გზებზე მოძრაობისას კი მეტი სიფრთხილე გმართებთ.
თხის რქა ♑
შემოქმედებითი და წარმატებული დროა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებებს დაგიტოვებთ. მიზანდასახულებითა და თავდაჯერებულობით ნებისმიერ ყოფიერ საქმეს გაართმევთ თავს. სასიყვარულო პარტნიორი კი ყოველმხრივ გაგიწევთ დახმარებას.
მერწყული ♒
გადაწყვეტილებების მიღებისას ზედმიწევნით განსაჯეთ ყველაფერი. გაგიადვილდებათ მეგობრული და საქმიანი კავშირების დამყარება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დროულად უნდა აღმოფხვრათ. კარგი დროა ახლო მოგზაურობებისთვის.
თევზები ♓
ამ პერიოდში დასვენების საშუალება არ მოგეცემათ. მოიმატებს თქვენი მომხიბვლელობა, რაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების გაძლიერებულ ყურადღებაში აისახება. არაა გამორიცხული მოულოდნელად საფუძველი ჩაეყაროს ახალ სასიყვარულო გრძნობას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან