ჰოროსკოპი და შეუცნობელი

7-13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

№10

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 07.03, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

თავი აარიდეთ უეცარ ხარჯებს. საყვარელი ადამიანის მიერ გამოთქმულ პრეტენზიას გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. მოგზაურობა გადადეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობასაც, რადგან ენერგეტიკული მაჩვენებლები დაქვეითებულია.

კურო ♉

გაიზრდება მგრძნობელობა. ბედი გაგიღიმებთ საბანკო საქმესა და კომერციაში. მეტად უსმინეთ ინტუიციას. სასიყვარულო ურთიერთობა, სწრაფად განვითარდება. მოგზაურობისას მოერიდეთ მაღალ სიჩქარესა და აზარტს, რათა არ დაშავდეთ.

ტყუპები ♊

უშეცდომოდ დააღწევთ თავს ყველა პრობლემას. ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ. ბევრ ფულს გართობაზე ნუ დახარჯავთ. სამსახურში გაგიადვილდებათ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ეცადეთ არ გადაიღალოთ, რადგან ორგანიზმი ჯერ კიდევ შესუსტებულია.

კირჩხიბი ♋

შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროთ პერსპექტიულ პროექტს. ოჯახის წევრებისაგან მიღებული რჩევები, დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. საიდუმლო მეგობრობა ან სასიყვარულო ურთიერთობა პერსპექტიული აღმოჩნდება. მოგზაურობა კი, სჯობს დროებით გადადოთ.

ლომი ♌

პროფესიულ სფეროში, გაგიჭირდებათ კონკრეტული მიზნის დასახვა და მოქმედება. ფინანსური მდგომარეობა დამოკიდებული იქნება, თქვენს გამჭრიახობასა და ქმედითუნარიანობაზე. სიყვარულს, საქმიანი ელფერი ექნება. კარგია უცხოეთში გამგზავრება.

ქალწული ♍

გაიზრდება მომხიბვლელობა, რაც თაყვანისმცემლების რაოდენობას გაზრდის. მეტად თავშეკავებული იყავით ურთიერთობებში და ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ სახლში მყუდრო სიტუაციაში. მოგზაურობა კი, დიდ წარმატებას არ მოგიტანთ.

სასწორი ♎

არახელსაყრელი დროა რისკისა და ძალისმიერი მოქმედებებისთვის, კრედიტებისა და ვალების ასაღებად. სჯობს უარი თქვათ, ახალი საქმის დაწყებაზეც. გაიზრდება კრიტიკული სიტუაციების რაოდენობა, ამიტომ ეცადეთ ემოციურად მდგრადი იყოთ. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში, მეტი თავშეკავებაა საჭირო.

მორიელი ♏

ნუ ეცდებით გარშემომყოფების მართვასა და სწრაფად გამდიდრებას, რადგან შესაძლოა გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვათ. უმჯობესია, ეს პერიოდი მეტად მშვიდად განვლეთ. მგზავრობა სჯობს გადადოთ, რადგან არსებობს, გაუთვალისწინებელი უსიამოვნებების ალბათობა.

მშვილდოსანი ♐

ენერგეტიკული მაჩვენებელი დაბალია, რაც შესაძლოა მუშაობის ხარისხსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახოს. მოგზაურობა სჯობს გადადოთ. თავდაჭერილი იყავით ახალი ემოციებისა და ვნებების მიმართ, რათა ამან პრობლემა არ შეუქმნას, უკვე არსებულ კავშირებს.

თხის რქა ♑

გადახედეთ პრიორიტეტებს და დაისახეთ ზუსტი მიზნები. ჭორების გაგებისას, ეცადეთ დროულად გაარკვიოთ გაუგებრობები. საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან ყველა გაუგებრობა ადვილად გაირკვევა. მოგზაურობა გადადეთ, რათა თავი აარიდოთ პრობლემებს.

მერწყული ♒

მეტი დაკვირვება გმართებთ, რადგან დაშვებული შეცდომების გამოსწორება გაგიჭირდებათ. არსებული წინააღმდეგობების გადალახვა ახალი მეთოდებით მოგიწევთ. მშვიდ გარემოში დასვენება ან მოგზაურობა, გაგიუმჯობესებთ განწყობას.

თევზები ♓

საფუძველი ჩაუყარეთ ახალ გამარჯვებებს. განმარტოება და ფიქრი ახალ იდეებსა და შემოქმედებითი პოტენციალის აღორძინებას შეუწყობს ხელს. ამ დროს ჩამოყალიბებული იდეები მომავალში ადვილად განხორციელდება. სასიყვარულო ურთიერთობები კი, გაგახარებთ სიმშვიდითა და სტაბილურობით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა