კვირის ჰოროსკოპი: 8-14 თებერვალი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 08.02, 2021 წელი

ვერძი
გაზრდილი შრომისუნარიანობა და ამტანობა დაგეხმარებათ შემოქმედებითად მუშაობაში. თავშეკავება გმართებთ საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან ურთიერთობისას. მოერიდეთ ხშირ გადაადგილებებსა და ფიზიკურ დატვირთვებს.
კურო
ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეთ და საქმეში სასურველი შედეგიც არ დააგვიანებს. ყურადღება მიაქციეთ ახლობლების შემოთავაზებებს, გამოიყენეთ არსებული მდგომარეობა და გაიუმჯობესეთ ცხოვრების პირობები. აუცილებელია ახალი კავშირების დამყარება.
ტყუპები
თავს ენერგიულად იგრძნობთ. შესაძლოა, ახალ საქმიან ურთიერთობას ჩაუყაროთ საფუძველი. პირად, სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობებში დროულად მიიღეთ გადაწყვეტილებები და დაიწყეთ მოქმედება. მოგზაურობა წარმატებით ჩაივლის.
კირჩხიბი
ეცადეთ, დამთმობი იყოთ და დიპლომატიური ხერხით მიაღწიოთ წარმატებებს პირად ურთიერთობებსა და სამსახურის საქმეებში. გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ნუ მიიღებთ. კარგი დროა ახალი კავშირების დასამყარებლად.
ლომი
ხელსაყრელი პერიოდია კარიერაში ზრდისთვის. წვრილმანი პრობლემის მიუხედავად, გაადვილდება საქმეებში მიზნის მიღწევა. ტაქტიანი და დიპლომატური იყავით საყვარელ ადამიანთან, ასე ადვილად აისრულებთ საწადელს.
ქალწული
თავი შეიკავეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. ნებისმიერი რომანტიკული ურთიერთობა შესაძლოა, დიდ გრძნობაში გადაიზარდოს და ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ჩაეყაროს საფუძველი.
სასწორი
შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყარო აღმოაჩინოთ. ნუ ჩაერევით ახლობლებისა და მეგობრების ურთიერთობებში. გარკვეული გარემოებები გამოცდას მოუწყობს კავშირს თქვენსა და თქვენს რჩეულს შორის.
მორიელი
პატივი ეცით სხვის აზრს და ამგვარად აიცილეთ უსიამოვნებების ტალღა და ფსიქოლოგიური კრიზისი ოჯახსა და საქმიან ურთიერთობებში. პარტნიორებისგან მიღებული დაპირებები ან შემოთავაზებები მომავალში კარგ პერსპექტივებს გპირდებათ.
მშვილდოსანი
საქმიანი წრის გაფართოება ახალ იმედებს ჩაგისახავთ. გაგიადვილდებათ მოლაპარაკებების წარმართვა. ეცადეთ, პერიოდულად შეისვენოთ. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში კი სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი.
თხის რქა
ეკონომიური წინსვლისათვის მეტი შემოქმედებითი აქტიურობაა საჭირო. საქმეებში დახმარებას გავლენიანი პირები, ან თანამზრახველები გაგიწევენ. შესაძლოა, მეგობრული ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდოს.
მერწყული
ახალი კავშირები სასიკეთოდ წაადგება თქვენს მომავალს. მომატებული ენერგიით ადვილად გაუმკლავდებით რთულ სიტუაციებს. ცვლილებები დადებით გავლენას მოახდენს სასიყვარულო ურთიერთობაზე.
თევზები
თავს სანაქებოდ იგრძნობთ და ახალი მწვერვალების დაპყრობა მოგინდებათ. წარმატებების გამო, ეიფორიაში ნუ ჩავარდებით და მეტად პრაქტიკულად შეხედეთ სინამდვილეს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან გაუგებრობა დროულად გაარკვიოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან