ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის ჰოროსკოპი 7 – 13 ივნისი

№23

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 07.06, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

ვერძი

ნუ აჩქარდებით. მოერიდეთ რისკს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვის შემთხვევაში, სჯობს თქვენ გადადგათ პირველი ნაბიჯი სიტუაციის გამოსასწორებლად.

კურო

მოიმატებს ამბიციები. ამ პერიოდში დამყარებული კავშირები და ურთიერთობა, ახალ პერსპექტივებს გიქადით. საყვარელ ადამიანთან კი, ეცადეთ არაფერზე იკამათოთ და შეინარჩუნოთ სტაბილურობა.

ტყუპები

ინტელექტუალური შრომა და ახალი იდეები, დაგეხმარებათ ჩანაფიქრების განხორციელებაში. გაიზრდება ურთიერთობებისა და გადაადგილებების რაოდენობა. საყვარელ ადამიანს კი, უმიზეზოდ ნუ შეედავებით.

კირჩხიბი

თქვენს კონტაქტურობაზე იქნება დამოკიდებული, საქმიანი წარმატება. შესაძლოა, სერიოზულად შეცვალოთ სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობა. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მოგიწევთ იყოთ პრაქტიკული.

ლომი

დაიოკეთ აზარტი და რისკის სურვილი. ურთიერობებში გაურკვევლობა, გაიძულებთ შეცვალოთ გეგმები. სასიყვარულო ურთიერთობების და ინტიმური ცხოვრების გააქტიურების სურვილის შემთხვევაში, შეეცადეთ არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები.

ქალწული

რთული პერიოდია. გაგიჭირდებათ პროფესიული საქმეების შესრულება. სიფრთხილე გმართებთ გადაადგილებისას. დაგროვილმა დაღლილობამ, შეიძლება იმუნიტეტის დაქვეითება, ანთებითი და ქრონიკულ დაავადებათა გამწვავება გამოიწვიოს.

სასწორი

მხარდაჭერას მიიღებთ ახლობლებისგან. ნებისმიერ სასიკეთო შესაძლებლობას ამ პერიოდში მაქსიმალურად გამოიყენებთ, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებშიც. საეჭვო ფინანსურ შემოსავალზე, სჯობს უარი თქვათ.

ღრიანკალი

რომანტიულ, სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობებში, გაქრება ადრინდელი ჰარმონიულობა. უარი თქვით მოგზაურობაზე და ეცადეთ, ეს დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, ჯანმრთელობასა და გარეგნობას.

მშვილდოსანი

ეცადეთ, მეტად ობიექტური იყოთ როგორც ოჯახისწევრების, ასევე თანამშრომლებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ. ინფორმაცია მშვიდად გააანალიზეთ და მხოლოდ შემდგომ მიიღეთ გადწყვეტილება. მოგზაურობა გადადეთ.

თხის რქა

თქვენი გეგმების განხორციელებას ბევრი შრომა დასჭირდება. შეიძლება თქვენს წინაშე შემოსავლის ახალი პერსპექტივები გამოჩნდეს, მაგრამ ნუ იჩქარებთ მათ გამოყენებას. საქმიანი გადაადგილებები და მოგზაურობები დასვენების საშუალებას არ მოგცემთ

მერწყული

ზედმეტ მოვალეობებს ნუ დაიკისრებთ. მოგზაურობების, შეხვედრებისა და გადაადგილებების გაზრდილი რაოდენობა, შინაგან დაძაბულობას გაზრდის. საყვარელ ადამიანთან კი, შეიძლება გაგიჭირდეთ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება.

თევზები

დატვირთული და არაერთგვაროვანი პერიოდია. შემოქმედებითად მუშაობა, გაგიჭირდებათ. განწყობას გაგიუმჯობესებთ საინტერესო შეხვედრები და ახალი შთაბეჭდილებები. კარგია ქალაქგარეთ დასვენება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი