ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის ჰოროსკოპი 24-30 მაისი

№21

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 24.05, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი

საქმესა და ფინანსებში ყურადღება მიაქციეთ პარტნიორებს. მოგებას იოლად მიიღებთ, მაგრამ მალევე დახარჯავთ. ამის გამო რჩეულთან შესაძლოა, კამათი მოგივიდეთ. თუ კოლეგებთან ურთიერთობის დაძაბვა არ გსურთ, მათთან უფრო ტაქტიანი იყავით.

კურო

ინტუიციის მეშვეობით მიაგნებთ საქმეს, რომელიც მომავალში მოგებას მოგიტანთ. საქმიანობაში ახალი ნაცნობები გაგიწევენ დახმარებას. ყურადღებით იყავით გადაადგილებისას. ახალი ნაცნობობა შესაძლოა, დიდ სიყვარულში გადაიზარდოს.

ტყუპები

წარმატების მიღწევა მხოლოდ მშვიდი განწყობითა და კონტაქტის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. გაგიჩნდებათ ოჯახური ურთიერთობის აუცილებლობის მოთხოვნილება, რაც ქორწინებისკენ გიბიძგებთ. მოგზაურობა საინტერესო და სახალისო იქნება.

კირჩხიბი

რთული პერიოდია. არ გადაიღალოთ და მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მიუხედავად საქმეების მოძალებისა, მშვენიერ განწყობაზე იქნებით, რაც დაგეხმარებათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. სასიყვარულო სფეროში ბევრი რამე იქნება დაფარული და საიდუმლო. მოგზაურობა რეკომენდებული არაა.

ლომი

ენერგიული და შრომისუნარიანი იქნებით, მაგრამ იმპულსური მოქმედებები და ავანტურისტული განწყობა პრობლემებს შეგიქმნით საქმიან და სასიყვარულო ურთიერთობებში. ფული ეკონომიურად ხარჯეთ. შეამცირეთ გადაადგილებების რაოდენობა და მეტი ყურადღება დაუთმეთ გარეგნობას.

ქალწული

ეს პერიოდი არ უწყობს ხელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და ახალი საქმეების დაწყებას. თქვენს ცხოვრებას ახალი ნაცნობობა გაახალისებს. შეამცირეთ გადაადგილებები. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია ძველი სასიყვარულო პარტნიორის გამოჩენა.

სასწორი

ყურადღებით გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. მოერიდეთ კოლეგებთან კონფლიქტს და იმპულსურად მოქმედებას, რათა არ დაუშვათ სერიოზული შეცდომები. დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებაში.

მორიელი

მოგიწევთ ბევრი საქმის ერთდროულად შესრულება. ოჯახსა და პირად ურთიერთობაზე, დრო არ დაგრჩებათ. მოერიდეთ ავანტიურულ საქმეებში მონაწილეობას. გადაამოწმეთ საბუთები, რათა ამის გამო პრობლემები არ შეგექმნათ.

მშვილდოსანი

წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდი განწყობითა და ახლობლებთან კონტაქტის მეშვეობით. პირად ცხოვრებაში ცვლილებების სურვილი გაგიჩნდებათ. მოგზაურობა საინტერესო და სახალისო იქნება.

თხის რქა

მეტ ყურადღებას მოგთხოვთ ოჯახი. ნებისმიერ საქმეში ორიგინალური მეთოდებით იხელმძღვანელეთ. კარგი პერიოდია საქმიანი მოლაპარაკებების გასამართად. სტაბილური გახდება საყვარელ ადამიანთან უერთიერთობა.

მერწყული

ფინანსური საკითხები და ოჯახური პრობლემები თქვენი ძირითადი საფიქრალი გახდება. სასიყვარულო ურთიერთობა არაერთგვაროვანი და გაუგებარი მოგეჩვენებათ, თუმცა ეჭვიანობის საბაბი არ გექნებათ.

თევზები

უეცარი მოვლენები მეტად მობილურსა და ქმედითუნარიანს გაგხდით. საქმიან პარტნიორებთან გაურკვეველი ურთიერთობა კი მატერიალურ მდგომარეობაზე აისახება. უეცარი რომანტიკული ურთიერთობის გამო შესაძლოა, უსიამოვნება მოგივიდეთ ოჯახის წევრებთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა