ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის ჰოროსკოპი 22-28 მარტი

№12

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 22.03, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ჰოროსკოპი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი

პარტნიორთა დახმარებით ახალი იდეებისა და პროექტების რეალიზება გაგიადვილდებათ. სასიყვარულო და ოჯახური პრობლემების მოგვარებას კი მხოლოდ ურთიერთგაგებითა და მოთმინებით შეძლებთ. სასიკეთოდ ჩაივლის მოგზაურობა.

კურო

სამსახურის საქმეებში დროულად გადადგმული ნაბიჯი საწადელის მიღწევას შეუწყობს ხელს. უთანხმოების შემთხვევაში, კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანს გულღიად დაელაპარაკებით. უცხოელებთან ურთიერთობა ახალ პერსპექტივებს დაგანახვებთ.

ტყუპები

მოიმატებს გადაადგილებებისა და შეხვედრების რაოდენობა. გაზრდილი ინტუიცია და თავდაჯერებულობა პირად ურთიერთობებში წინააღმდეგობების გადალახვაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ მოგზაურობას.

კირჩხიბი

პოზიტიური განწყობა ყველა პრობლემას ადვილად დაგაძლევინებთ, მათ შორის ფინანსებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულსაც. პერსპექტიული აღმოჩნდება ახალი კავშირები. კარგი დროა პირადი ურთიერთობის გასამყარებლად.

ლომი

ნუ ელით დიდ ცვლილებებს ფინანსურ სფეროში. წარმატებას მოგიტანთ იურიდიული, საკანონმდებლო ან სადაზღვევო საქმიანობა. ახალი მეგობრობა ან სასიყვარულო ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება. კარგია მოგზაურობაც.

ქალწული

მოერიდეთ დიდ ხარჯებს. საყვარელი ადამიანის მიერ გამოთქმულ პრეტენზიას გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ენერგეტიკული მაჩვენებლები დაქვეითებას დაიწყებს, ამიტომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

სასწორი

ენერგიული პერიოდია, ბევრი შეხვედრითა და გადაადგილებებით. გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება ფინანსური საკითხების მოგვარებისას. რომანტიკის მოთხოვნილება კი სიყვარულის მორევში გადაგაგდებთ.

მორიელი

გაგიადვილდებათ გრძნობებისა და აზრების გამოხატვა. სასიყვარულო ურთიერთობაში დროებითი სიცივე დაისადგურებს. არაა რეკომენდებული ფიზიკური დატვირთვა, მოგზაურობა და ბევრ ხალხთან ურთიერთობა, რადგან ორგანიზმი დასუსტებულია.

მშვილდოსანი

მოიმატებს ენერგია. კარგი დროა როგორც პირადი, ისე საქმიანი ცვლილებებისთვის. წარმატების მისაღწევად ბევრი მუშაობა და გეგმაზომიერი მოქმედება იქნება საჭირო. მოგზაურობებისას კი სასიამოვნო სიახლეები გელით.

თხის რქა

ხშირად მოგინდებათ განმარტოება და ფიქრი. გაძლიერდება ინტუიცია და წინათგრძნობა. ნუ გამოიყენებთ ახალ ინფორმაციას გადამოწმების გარეშე. მოგების მისაღებად კი ეცადეთ, პარტნიორებთან უკონფლიქტო ურთიერთობა დაამყაროთ.

მერწყული

გაგიადვილდებათ კონტაქტების დამყარება. ადვილად შეძლებთ პირად და საქმიან ურთიერთობებში არსებული ხარვეზების გამოსწორებას. სასიყვარულო ასპარეზზე თამამი და მგრძნობიარე გახდებით და ბევრ თაყვანისმცემელსაც შეიძენთ.

თევზები

მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა დაგჭირდებათ, თუმცა შედეგს აუცილებლად ნახავთ. შესაძლოა, გამოჩნდნენ ძველი ნაცნობები და ადრინდელი რომანტიული ურთიერთობაც აღადგინოთ. თუმცა, თავისუფალი დრო აუცილებლად დაუთმეთ დასვენებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა