ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის ჰოროსკოპი 19-25 აპრილი

№16

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 19.04, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი

შესაძლოა, შეგექმნათ მოულოდნელი პრობლემები. ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს ქალაქგარეთ სეირნობა. ახალი რომანტიკული კავშირი უფრო მეტად ინტერესთა თანხვედრას დაეფუძნება, ვიდრე გრძნობებს.

კურო

დაისახეთ ზუსტი მიზნები. ჭორების გაგებისას, ეცადეთ დროულად გაარკვიოთ გაუგებრობები საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან და პრობლემები ადვილად მოგვარდება. მოგზაურობისას გამოიჩინეთ სიფრთხილე.

ტყუპები

ხელმძღვანელი პირების კეთილგანწყობა დადებითად აისახება თქვენს საქმეებზე. დამატებითი შემოსავლი შესაძლოა, დიდი არ იყოს, თუმცა მატერიალური მდგომარეობა მთლიანობაში გაუმჯობესდება. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ.

კირჩხიბი

ინტენსიური შემოქმედებითი პერიოდია. მოგებას მოგიტანთ პარტნიორებთან დადებული კონტრაქტები და გარიგებები. სასიყვარულო ურთიერთობებში სჯობს, ნაკლებად იეჭვიანოთ, რათა გაუგებრობები საყვარელ ადამიანთან დაცილების მიზეზი არ გახდეს.

ლომი

შესაძლოა, მიიღოთ ახალი საქმიანი შემოთავაზებები. რთულ სიტუაციებში მიენდეთ ინტუიციას. მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ, რათა იპოვოთ გამოსავალი ჩახლართული სიტუაციებიდან. კარგია ხანმოკლე რომანტიკული ან საქმიანი მოგზაურობა.

ქალწული

საგრძნობლად მოიმატებს ენერგოპოტენციალი. კარგი პერიოდია ახალი საქმეების დასაწყებად. სასიყვარულო ურთიერთობისთვის დრო შესაძლოა, არ დაგრჩეთ, რაც პარტნიორის უკმაყოფილებას გამოიწვევს. გართულებების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, ყველა უთანხმოება დროულად გაარკვიოთ.

სასწორი

თავს სანაქებოდ იგრძნობთ. მშვიდი ოჯახური გარემო ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ და პროფესიულ ზრდას. ქუჩაში მოძრაობისას დაიცავით წესები, რათა არც სხვასა და არც საკუთარ თავს, პრობლემები არ შეუქმნათ.

მორიელი

თქვენი ენთუზიამი გადამდებად იმოქმედებს გარშემო მყოფებზე. კარგია იმიჯის შეცვლა. იღბლის იმედად ნუ გარისკავთ, რათა სახიფათო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. აუცილებლობის შემთხვევაში, დახმარებას ახლობლები გაგიწევენ.

მშვილდოსანი

შინაგანი წონასწორობა დაგეხმარებათ სირთულეების წარმატებით გადალახვასა და მიზნების მიღწევაში. ნათესავების მეშვეობით შესაძლოა, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ემოციები არ დამალოთ.

თხის რქა

ენერგია მოიმატებს და ნებისმიერი სირთულის საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. დასახული მიზნების მისაღწევად ბევრს იშრომებთ, მაგრამ ნუ გადაიღლებით და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად პერიოდულად შეისვენეთ.

მერწყული

უსმინეთ შინაგან ხმას და დრო უქმად არ დაკარგოთ. სამსახურის საქმეებში სასიკეთო შესაძლებლობები გამოჩნდება, ოღონდ ნუ გექნებათ სწრაფი წარმატების იმედი. კარგი დროა ახალი ნაცნობობისათვის, ქორწინებისა და მოგზაურობისათვის.

თევზები

გაუმჯობესდება ფსიქოსომატური მდგომარეობა და შრომისუნარიანობა. კარგი დროა გადაადგილებებისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის. არაა გამორიცხული ახალი სასიყვარულო კავშირის ჩამოყალიბება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა