ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის ჰოროსკოპი 17-23 მაისი

№20

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 17.05, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ჰოროსკოპი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი

შესაძლოა, დაგერღვეთ სიმშვიდე და თქვენს ახლობლებსა და საყვარელ ადამიანს აწყენინოთ. კონფლიქტები ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. მოერიდეთ ხშირ გადაადგილებებს. ეცადეთ, დრო საინტერესოდ და მხიარულად გაატაროთ.

კურო

აქტიური და მნიშვნელოვანი პერიოდია. ადამიანებს ყველაფერში ნუ ენდობით, რადგან მაღალია მოტყუების ალბათობა. სასიყვარულო ურთიერთობებში კი თავშეკავება გმართებთ, რათა არსებული კავშირი შეინარჩუნოთ.

ტყუპები

შესაძლოა, რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში მოხვდეთ. გადაწყვეტილების მიღებაზე ბევრი დრო დაგეხარჯებათ. სასიყვარულო ან საქმიან პარტნიორებთან მოსალოდნელია უთანხმოება. ამიტომ, იყავით ფრთხილი, დიპლომატიური და წინდახედული.

კირჩხიბი

სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი მეგობრულ წრეში, რაც შესაძლოა თქვენს პროფესიულ საქმიანობაზეც აისახოს. გააქტიურდება სასიყვარულო სფეროც, თუმცა მეტად მგრძნობიარე და ეჭვიანი გახდებით. საქმიანი ურთიერთობა კი შესაძლოა, რომანტიკულში გადაიზარდოს.

ლომი

თავი შეიკავეთ საეჭვო პროექტებისგან. არახელსაყრელი დროა რისკისა და ძალისმიერი მოქმედებებისთვის, კრედიტებისა და ვალების ასაღებად. სჯობს, უარი თქვათ ახალი საქმის დაწყებაზე. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებშიც მეტი თავშეკავებაა საჭირო.

ქალწული

კარგი დროა როგორც პირადი ცხოვრებისთვის, ისე ბიზნესისთვის. მუშაობისას და გადაწყვეტილების მიღებისას ყველა წვრილმანი გაითვალისწინეთ. ერიდეთ საიდუმლო ორგანიზაციებსა და საეჭვო საზოგადოებას. ნუ იკამათებთ საყვარელ ადამიანთან.

სასწორი

სჯობს, თავი შეიკავოთ დიდი შენაძენებისგან. შესაძლოა, მოგიწიოთ დამატებითი მოვალეობების შესრულება. ნუ იკამათებთ წვრილმანების გამო. საყვარელ ადამიანთან გულახდილი ურთიერთობა მის შესაძლებლობებს დაგანახვებთ. მოგზაურობას რომანტიკა გაგილამაზებთ.

მორიელი

კარგი პერიოდია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოგვარებისთვის, თუმცა კრედიტების აღება სასურველი არაა. ყურადღებით იყავით საბუთებთან. ეცადეთ, არ იკამათოთ ოჯახის წევრებთან. შორეული მოგზაურობა რეკომენდებული არაა.

მშვილდოსანი

რთული, მაგრამ შედეგიანი დროა. კარგია ხანმოკლე მოგზაურობა, ახალი პირადი კავშირების დამყარება. შესაძლოა, გამოიცვალოთ საურთიერთო წრეც. იმოქმედეთ დაკვირვებით, რათა შეცდომები არ დაუშვათ.

თხის რქა

აკონტროლეთ ემოციები, რათა არ დაანგრიოთ წლების განმავლობაში ნაშენები ურთიერთობები. დიპლომატიური მიდგომა საშუალებას მოგცემთ, შეინარჩუნოთ და გააუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. საყვარელ ადამიანთან, სიტუაციის დაძაბვისას ეცადეთ, სიტუაცია ტაქტიანად განმუხტოთ.

მერწყული

ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ. დიდია ცდუნებების ალბათობა. მოერიდეთ როგორც პირად, ასევე სასიყვარულო ხასიათის საეჭვო კონტაქტებს. ნუ იმუშავებთ ძალიან ბევრს, რათა ზიანი არ მიაყენოთ ჯანმრთელობას. მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ მოგზაურობისას.

თევზები

მოიმატებს როგორც ახალი იდეების, ისე სამუშაოს რაოდენობა. დახარჯული შრომა წინსვლასა და მოგებას გპირდებათ. სასიყვარულო სფეროში მაღალია ილუზიების ალბათობა. მოგზაურობა გადადეთ, რათა გაუთვალისწინებელი სირთულეები არ შეგექმნათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

19–25 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა