ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის ჰოროსკოპი 14 – 20 ივნისი

№24

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 14.06, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. გაიზრდება თქვენი ინტუიცია, მეტად ფრთხილი და წვრილმანებისადმი დაკვირვებული გახდებით. შესაძლოა, საზოგადოების განხილვის საკითხი გახდეს, თქვენი დაფარული სასიყვარულო კავშირი.

კურო

მოერიდეთ ფინანსურ მაქინაციებსა და საქმიან ავანტურებს. იმპულსური, ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებები დაგეხმარებათ საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან კავშირის დამყარებაში. შესაძლოა, მოიმატოს როგორც შემოსავალმა, ისე ხარჯებმა.

ტყუპები

ამ პერიოდში მიღებულმა ინფორმაციამ, შესაძლოა შეცვლოს არსებული სიტუაცია. ფინანსური მდგომარეობის შესანარუნებლად, გააკონტროლეთ ხარჯები. ერთობლივ ფინასებთან დაკავშირებულ საქმეებში კი, ეცადეთ საბუთები მუდამ წესრიგში გქონდეთ. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს.

კირჩხიბი

რაც უფრო რეალურად შეაფასებთ სიტუაციას, მით ნაკლებ შეცდომებს დაუშვებთ მოქმედებისას. ემოციური არეულობა კი, სირთულეებს შეგიქმნით სასიყვარულო ურთიერთობასა და ხელმძღვანელ პირებთან დამოკიდებულებაში. კარდინალურად ნურაფერს შეცვლით ცხოვრებაში.

ლომი

კონფლიქტებია მოსალოდნელი კოლეგებთან და ოჯახისწევრებთან. აკონტროლეთ ემოციები, რათა არავის ატკინოთ გული ისე, რომ ვეღარ შესძლოთ ურთიერთობის გაგრძელება. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი კი, შინაგან დაძაბულობას მოგიხსნით.

ქალწული

ნუ გამოიყენებთ სხვის ფინანსებს პირადი მოგებისათვის. საქმეში არ გამოიყენოთ ავანტურული და საეჭვო მეთოდები, რათა არ მიიზიდოთ ექსტრემალური სიტუაციები, რაც დანაკარგისა და ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდება. კარგი დროა მოგზაურობისათვის.

სასწორი

გამოიყენეთ შემოქმედებითი ნიჭი, მაგრამ მოერიდეთ რევოლუციურ წამოწყებებს. არავის დაუპირისპირდეთ. გადაადგილებები, გაგიზრდით შემოსავალს. შესაძლოა მეგობრული ან საქმიანი ურთიერთობა, სწრაფად გადაიზარდოს სასიყვარულო გრძნობაში.

ღრიანკალი

ხალხთან ურთიერთობისას, გააკონტროლეთ ემოციები. გამოიყენეთ მიღებული ინფორმაცია პირადი სურვილების დასაკმაყოფილებლად და მიზნების მისაღწევად. მოერიდეთ კოლეგებთან დაპირისპირებას. საყვარელ ადამიანთან დაძაბული ურთიერთობა, მოთმინებას მოითხოვს.

მშვილდოსანი

სჯობს მოერიდოთ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. შეასრულეთ მხოლოდ უმნიშვნელოვანესი საქმეები. შესაძლებელი იქნება ზოგი თქვენი შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელება საქმიანი პარტნიორის ან საყვარელი ადამიანის დახმარებით.

თხის რქა

რთული პერიოდია. თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამე იქნება გაურკვეელი და ხშირად მოგიწევთ არჩევანის გაკეთება. გააკონტროლეთ გრძნობები და ემოციები. გაგიჭირდებათ ახალი კავშირების დამყარება. შინაგანი წონასწორობის აღსადგენად სჯობს სახლში მყურდო გარემოში განმარტოვება.

მერწყული

მოგინდებათ განმარტოვება. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. საქმიან პარტნიორებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ და არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები. მოგზაურობა კი, სჯობს გადადოთ.

თევზები

სასიყვარულო ურთიერთობა, ბევრ განცდასა და არარეალურ ხედვას შემოიტანს. შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემები გაჩნდეს ოჯახშიც. სათანადოდ გადაამოწმეთ საბუთები, რათა ამის გამო პრობლემები არ შეგექმნათ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა