ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№39

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 25.09, 2023 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

კარგია მოლაპარაკებები, შეხვედრები, აპარატურის შეძენა, სამეცნიერო კვლევა. არ ვარგა ზედმეტი დატვირთვა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრონი ან ძოწი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ფეხის კუნთები, ვენები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია აპარატურის შეძენა, ვაჭრობა, ადგილსამყოფლის შეცვლა. ატარეთ წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ცისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ციტრონი, ძოწი ან ცირკონი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ვენები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ოთხშაბათი

იყავით ყურადღებით. კარგია ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, მგზავრობა, შემოქმედებითი მუშაობა, კაპიტალდაბანდება. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას. ატარეთ იისფერი, ყვითელი, ფირუზისფერი, მწვანე, ვერცხლისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი, ამეთვისტო ან შავი გიაცინტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ლიმფური და ნერვული სისტემა, ტერფები, თვალები.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისტვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია ძველი ნივთებისგან გათავისუფლება, შემოქმედებითი მუშაობა, სასიყვარულო ურთიერთობები, მცენარეების დარგვა. არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, სესხის აღება ან გაცემა. ატარეთ ლურჯი, მწვანე, ვერცხლისფერი, ფირუზისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი გიაცინტი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ტერფები, ნერვული და ლიმფური სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

დღეს სასვსემთვარეობაა-მძიმე კოსმიური ენერგიების დღე. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, ქორწინებას, თმის შეჭრას, ვალის აღებას, ყიდვა-გაყიდვას. კარგია რთველის დაწყება, ტექნიკასთან ურთიერთობა. ატარეთ ცისფერი, ლურჯი, ყვითელი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, გიშერი, წითელი იასპი ან ძოწი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, თვალები, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

შაბათი

კარგია მეგობრული კონტაქტები, შემოქმედებითი მუშაობა, ქორწინება, მგზავრობა. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი ან სერდოლიკი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

კარგია ახალი ნაცნობობა, შემოქმედებითი მუშაობა, სასიყვარულო კავშირები. მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, ლიმონისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარგალიტი ან ზურმუხტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა