ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№49

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 05.12, 2022 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

კარგია ახალი პროექტების დაწყება, სამეცნიერო კვლევა, დიეტის დაწყება. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, მცენარეების დარგვა-გადარგვას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ვერცხლისფერი, ვარდისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ამაზონიტი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ვენები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სამშაბათი

იყავით ფრთხილად საჭესთან. მოერიდეთ გადაღლას. კარგია ტექნიკის შეძენა, სახლის მშენებლობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი აკვამარინი, საფირონი, ლაბრადორი, ძოწი, ცირკონი ან ციტრონი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ვენები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ექსპერიმენტებს, სესხის გაცემას ან აღებას, ახალი საქმის დაწყებას. კარგია მოგზაურობა, კაპიტალდაბანდება, სასიყვარულო კავშირები. ატარეთ იისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი, ფირუზისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები, თვალები.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ფულის ვალში გაცემას, საიდუმლო საქმიანობას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, უცხოელებთან ურთიერთობა. ატარეთ იისფერი, ვერცხლისფერი, ფირუზისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი ,ალექსანდრიტი, ამეთვისტო ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის,მშვილდოსნებისთვის

პარასკევი

კარგია მგზავრობა, საყიდლების გაკეთება, არ ვარგა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, თმის შეჭრა, საფინანსო ოპერაციები. ატარეთ წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები, კბილები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

შაბათი

ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებისას. კარგია საყოფაცხოვრებო ნივთების და ტანსაცმლის შეძენა. მოერიდეთ კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი ,ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, ძოწი ან წითელი იასპი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება თავი ,სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

აკონტროლეთ ემოცია, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. კარგია მასაჟი, მგზავრობა, აპარატურის შეძენა, ახალი ნაცნობობა. მოერიდეთ თმის შეჭრას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი, ყავისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი ,ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი ან აქატი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი