კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 24.10, 2022 წელი
ორშაბათი
გეომაგნიტური დღე
არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვა. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, კონტაქტები, ინტერიერის შეცვლა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი ან მწვანე სამოსი ,ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი ,აკვამარინი ან გიშერი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
დღეს ახალმთვარეობაა და მზის დაბნელება მძიმე ენერგიების და მოვლენების დღე. იყავით ყურადღებით და ფრთხილად. მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს, სესხის აღებას, საბუთების გაფორმებას, თმის შეჭრას. ატარეთ ბორდოსფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, გიშერი, იასპი, აქატი ან ონიქსი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. არ ვარგა რემონტის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა, სესხის აღება. კარგია გეგმების დასახვა, სამეცნიერო კვლევა. ატარეთ ბორდოსფერი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, გიშერი, ზურმუხტი ან იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ხუთშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოიმატებს ინტუიცია. კარგია გაწყვეტილი კონტაქტების აღდგენა, სამეცნიერო კვლევა, მანქანის ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა. არ ვარგა ადგილსამყოფელის შეცვლა, სესხის აღება. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე, იისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ფირუზი, იასპი ან იაგუნდი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყის ძვალი, საზარდული.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
პარასკევი
მოიმატებს ვნება. კარგია მგზავრობა, უცხოელებთან კონტაქტი, სამეცნიერო კვლევა. არ ვარგა მშენებლობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, ფირუზი, ლაზურიტი, საფირონი ან სარდიონი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის
შაბათი
გეომაგნიტური დღე
მოიმატებს ინტუიცია. კარგია ხელშეკრულების დადება, ვარჯიშების ჩატარება. გადაყარეთ ყველა გაბზარული თუ გატეხილი ნივთი. არ ვარგა არ ვარგა მშენებლობა, ტურის გახვრეტა. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი, ყავისფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ლაზურიტი, სერდოლიკი, იაგუნდი, ქრიზოპრაზი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, ძვლოვანი სისტემა, კანი.
პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის
კვირა
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს, ვაჭრობას, ახალ კავშირებს. კარგია უძრავი ქონების და მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მარგალიტი ან ოპალი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება კანი, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები.
პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან