ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№42

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 17.10, 2022 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა ადგილსამყოფელის შეცვლა, სახლის მშენებლობის დაწყება, სესხის აღება. მაღალია ფინანსური შეცდომების ალბათობა. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, ცისფერი ან იისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ზურმუხტი ,აქატი, მარგალიტი, ოპალი ან რუხი ტოპაზი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. მოერიდეთ ურთიერთობების გარჩევას, ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას. კარგია მშენებლობის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ოქროსფერი, ლურჯი, ბეჟი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

დაძაბული დღეა. იყავით ყურადღებით. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას. კარგია ახალი სამსახურის დაწყება, საყიდლების გაკეთება, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

ტრავმულ-ავარიული დღეა, ამიტომ იყავით ფრთხილად. საქმიან და სასიყვარულო ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინეთ. არ ვარგა ფინანსური გარიგებები, ადგილსამყოფელის შეცვლა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. კარგია ახალი სამსახურის დაწყება, თმის შეჭრა, საყიდლების გაკეთება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, ბეჟი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, სერდოლიკი, ქარვა, სარდიონი ან ყვითელი იასპი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი, ნაწლავები,კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

პარასკევი

მოიმატებს სექსუალური ენერგია. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. კარგია ვაჭრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, თმის შეჭრა. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ქრიზოპრაზი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მეწყულებისთვის

შაბათი

მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. კარგია დიეტის დაწყება, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ვაჭრობა. არ ვარგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, სარისკო მოქმედებები. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, კრემისფერი, ნარინჯისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, ონიქსი, ზურმუხტი, მალაქიტი ან აქატი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, სასწორებისთვის

კვირა

არ გაანდოთ თქვენი გეგმები სხვებს. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, სასიყვარულო კონტაქტები, მეგობრული შეხვედრები. მოერიდეთ ეჭვიანობას და წყენის გულში ჩადებას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე, კრემისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი ან საფირონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა