ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი

№23

ავტორი: „თბილისელები“ 14:00 06.06, 2022 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

შეამცირეთ კონტაქტები. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სარისკო მოქმედებები. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ მწვანე, კრემისფერი, ნაცრისფერი, ყვითელი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ოპალი, ქრიზოპრაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა, ღვიძლი.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა სარისკო მოქმედებები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. კარგია ვაჭრობა, საბანკო-საფინანსო ოპერაციები, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ ყვითელი, ვერცხლისფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ონიქსი ან ოპალი. სიზმარს დააკვირდით. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ახალი ნაცნობობა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. კარგია ვაჭრობა, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ კრემისფერი, ყვითელი, ნაცრისფერი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი მწვანე ან ყვითელი იასპი, მალაქიტი, ნეფრიტი, ლაზურიტი ან ჟადეიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა, ყელი.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

იყავით მეტად დიპლომატიური. კარგია სასიყვარულო ურთიერთობა, მეგობრული კონტაქტები, შემოქმედებითი მუშაობა, მკურნალობის დაწყება. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე, ყვითელი ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი ,საფირონი ან ტოპაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

პარასკევი

დღეს დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, სასიყვარულო კავშირები, ავეჯის შეძენა, მკურნალობის დაწყება. ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას, იყავით ყურადღებით. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, აკვამარინი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

იყავიტ ყურადღებით. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, მარგალიტი ან ზურმუხტი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა, ცხვირი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს, ბინის შეცვლას, ვალის აღებას. კარგია რემონტის დაწყება, კოსმეტიკური პროცედურები, მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი, ყვითელი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ონიქსი, იასპი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა