კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00
ორშაბათი
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე. მოერიდეთ პლასტიკურ ოპერაციებს, ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას. კარგია ტექნიკასთან ურთიერთობა, მგზავრობა, ავეჯის შეძენა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი ,წითელი იასპი, ძოწი ან ქარვა. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
საკუთარ ვალდებულებებს სხვას ნუ გადააბარებთ. მოერიდეთ საფინანსო ოპერაციებს, ქორწინებას, თმის შეჭრას, კაპიტალდაბანდებას. კარგია აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოჩენა, მოგზაურობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან ფირუზი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები, ყელი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, ტევზებისთვის
ოთხშაბათი
დღეს სავსემთვარეობაა-მზის და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება. იყავით ყურადღებით და იმოქმედეთ ფრთხილად. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხება-გასესხებას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ ბეჟი, მწვანე, ლიმონისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, აქატი, მარჯანი, მალაქიტი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ხუთშაბათი
მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, სარისკო მოქმედებებს, თმის შეჭრას. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. კარგია ახალი ნაცნობობა, ქორწინება, შემოქმედებითი მუშაობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ვაჭრობა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, კრემისფერი, ნაცრისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი ან მარჯანი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი, ფილტვები, ბრონქები.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის
პარასკევი
გეომაგნიტური დღე
განვითარდება ინტუიცია. ნუ აჰყვებით ცდუნებას. მოერიდეთ რემონტის დაწყებას, ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ახალი საქმის დაწყებას, თმის შეჭრას. კარგია საბანკო ოპერაციები. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, ციტრონი, ნეფრიტი ან ბერილი. სიზმარი ახდება. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
შაბათი
გეომაგნიტური დღე
ტრავმულ-ავარიული და კონფლიქტური დღეა. მოერიდეთ რემონტის დაწყებას, თმის შეჭრას, ახალი საქმის დაწყებას. კარგია საბანკო ოპერაციები, აპარატურის შეძენა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ბეჟი, ცისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი ან ლაბრადორი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები, კუჭი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თცევზებისთვის
კვირა
გეომაგნიტური დღე
მაღალია მოტყუების ალბათობა. არ ვარგა ადგილსამყოფელის შეცვლა, ქორწინება, სახლის მშენებლობის დაწყება, ვალის აღება. კარგია საყიდლების გაკეთება. ატარეთ თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, აქატი, ოპალი, მარჯანი ან მალაქიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



