ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№51

ავტორი: „თბილისელები“ 14:00

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

შესაძლებელი იქნება რთული საკითხების მოგვარება. მოერიდეთ ტატუს გაკეთებას, ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს, ქორწინებას. კარგია სამეცნიერო კვლევა, ექიმთან კონსულტაცია, მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, ყვითელი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი ან მარჯანი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება კანი, ხერხემალი, ძვლები, სახსრები, მუხლები, თვალები.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

სამშაბათი

მოერიდეთ კონფლიქტს. კარგია ტექნიკის შეძენა, ვაჭრობა, დიეტის დაწყება, სახლის მშენებლობა. მოერიდეთ ზედმეტ საუბარს, მცენარეების დარგვა-გადარგვას. ატარეთ ვერცხლისფერი, ცისფერი, ყვითელი, წითელი ან ვარდისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, გიაცინტი ან ლაბრადორი. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ვენები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობაში ცვლილება. არ ვარგა მცენარეების დარგვა-გადარგვა. კარგია ბინის შეცვლა, სამშენებლო-სამღებრო სამუშაოები. ატარეთ ცისფერი, ყვითელი, ვარდისფერი ან წითელი სამოსი, ქვებიდან კი აკვამარინი, საფირონი, ცირკონი, ციტრონი, ლაბრადორი ან ტოპაზი. სიზმრის ახდება საეჭვოა. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ვენები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

ნუ განმარტოვდებით. მოიმატებს ინტუიცია. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას ან გაცემას, საიდუმლო საქმეებს. კარგია მგზავრობა, ქორწინება, კაპიტალდაბანდება. ატარეთ ვერცხლისფერი, იისფერი, ფირუზისფერი, მწვანე ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება თვალები, ტერფები, ნერვული და ლიმფური სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

პარასკევი

კარგია აპარატურის შეძენა, მგზავრობა, ქორწინება, მოგზაურობა. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, სესხს ნურც გასცემთ და ნურც აიღებთ. ატარეთ იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, ფირუზისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ტერფები, თვალები, ლიმფური და ნერვული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ კამათს, ნუ გადაიღლებით ფიზიკურად. არ ვარგა საფინანსო ოპერაციები, თმის შეჭრა. კარგია მგზავრობა, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან ქარვა. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

ცდუნებების და ილუზიების დღეა. იყავით ფრთხილად, მოერიდეთ ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს. არ ვარგა თმის შეჭრა. კარგია ტანსაცმლის შეძენა, ტექნიკასთან ურთიერთობა, მგზავრობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან სერდოლიკი. სიზმარს დაუკვირდით, სუსტდება თავი, გრძნობათა ორგანოები, სისხლძარღვები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი