ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№49

ავტორი: „თბილისელები“ 14:00

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნურაფერს დაგეგმავთ. აკონტროლეთ აზრები. მოერიდეთ ბევრ ხალხთან ურთიერთობას, ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას, ნიშნობას, ქორწინებას. კარგია თმის შეჭრა, ახალი სამსახურის დაწყება. ატარეთ წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სარდიონი ან სერდოლიკი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება გული, სისხლძარღვები, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სამშაბათი

ტრავმულ-ავარიული დღეა. კარმული გამოცდის პერიოდი. იყავით ფრთხილად. მოერიდეთ გადაღლას, ქორწინებას, ნიშნობას, ადგილსამყოფელის შეცვლას. კარგია საყიდლების გაკეთება, მშენებლობა, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, სარდიონი, ქარვა, სერდოლიკი ან მთის ბროლი. სიზმარი ახდება. სუსტდება გული, სისხლძარღვები, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ოთხშაბათი

მეტი სიფრთხილე გმართებთ გზაში. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობას, უცხოელებთან კონტაქტს. კარგია საბანკო ოპერაციები, ვაჭრობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ მწვანე, ნარინჯისფერი, კრემისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ოპალი ან ონიქსი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის,მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარმული გამოცდის დღეა-ყველაფერია მოსალოდნელი. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, ქორწინება, გამოცდების ჩაბარება, რისკი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა, ხელშეკრულების დადება. ატარეთ ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, სასწორებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

შესაძლებელია შეცდომების გამოსწორება. არ ვარგა გამოცდების ჩაბარება, ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. კარგია მგზავრობა, მკურნალობის დაწყება. ატარეთ მწვანე, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა, ნაწლავთა სისტემა.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია აპარატურის შეძენა, ქორწინება, ექიმთან კონსულტაცია. მოერიდეთ მოძრავი ქონებით ვაჭრობას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ციტრონი ან საფირონი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

კვირა

გაადვილდება მიზნის მიღწევა. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, ქორწინება, მკურნალობის დაწყება. არ ვარგა მოძრავი ქონებით ვაჭრობა. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ციტრონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი