ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№47

ავტორი: „თბილისელები“ 14:00

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია ახალი საქმის დაწყება, მანქანის და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მშენებლობა. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს, ქორწინებას. ატარეთ ნაცრისფერი, მწვანე, ბეჟი, ყვითელი ან ლურჯი სამოსი ,ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მარჯანი ან მალაქიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

სამშაბათი

მოიმატებს იღბალი. კარგია მოგზაურობა, სარემონტო-სამღებრო სამუშაოები, ადგილსამყოფელის შეცვლა, აპარატურის შეძენა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ვაჭრობას, ახალ კავშირებს. ატარეთ კრემისფერი, მწვანე, ყვითელი, ნაცრისფერი, წითელი, ვარდისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი ,ქრიზოპრაზი, მალაქიტი, აკვამარინი, საფირონი ან ძოწი. სიზმარი ცუდს არ გიქადით. სუსტდება ძვლები ,ხერხემალი, სახსრები, ნერვული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ოთხშაბათი

მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას, ნერვიულობას. კარგია აპარატურის შეძენა, სამღებრო-სარემონტო სამუშაოები. ატარეთ წითელი, ყვითელი, ვარდისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი ,ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ტოპაზი. სიზმარი საიდუმლოდ შეინახეთ. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ვენები ,ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას. უსმინეთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს. კარგია ტექნიკასთან ურთიერთობა, მეგობრული კონტაქტები, ადგილსამყოფელის შეცვლა, სარემონტო სამუშაოები, დიეტის დაწყება. ატარეთ ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი, ამაზონიტი ან ლაბრადორი. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ვენები, ტერფები.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

ნურაფერს დაგეგმავთ. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას ან გაცემას, საიდუმლო მოქმედებებს. კარგია მგზავრობა, ქორწინება, იურიდიული საქმიანობა. ატარეთ წითელი, ლურჯი, ცისფერი, ბეჟი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი ,ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები, თვალები.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

მოიმატებს ემოციურობა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას ან გაცემას, საიდუმლო საქმეებს, ახალი ფეხსაცმლის ჩაცმას. კარგია ქორწინება, იურიდიული საქმიანობა. ატარეთ ლურჯი, მწვანე, ცისფერი, ვარდისფერი, ბეჟი ან ვერცხლისფერი სამოსი ,ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი კარგს გიქადით. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ტერფები, ლიმფური სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

კვირა

მაღალია სასიყვარულო სფეროში კონფლიქტების ალბათობა. მოერიდეთ ქორწინებას, კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას. კარგია მგზავრობა, ტექნიკასთან ურთიერთობა, ვაჭრობა. ატარეთ წითელი, ლურჯი, ცისფერი, ყვითელი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი ან ბრილიანტი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი