ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№46

ავტორი: „თბილისელები“ 14:00

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

მაღალია ტრავმების და ავარიების ალბათობა. იყავით ფრთხილად. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, ქორწინება, შემოქმედებითი მუშაობა, მკურნალობის დაწყება. მოერიდეთ მოძრავი ქონებით ვაჭრობას, ცხოველის კასტრაციას.. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე ან ნაცრისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ცირტონი ან საფირონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

სამშაბათი

მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფლის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, კოსმეტიკური პროცედურები, გეგმების დასახვა, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას. კარგია კომპეტენტურობის გამოვლენა, თვითშემეცნება, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, შავი ,ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი ან იასპი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება რეპროდუქციული და შარდ-სასქესო სისტემა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს ახალმთავრეობაა-მზის და მთვარის ენერგიათა შეერთება. იყავით ყურადღებით და აკონტროლეთ ემოცია და ქცევა. დღე მშვიდად განვლეთ. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხება-გასესხებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, მშენებლობას. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ატარეთ ვერცხლისფერი, ლურჯი, ცისფერი, ბეჟი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, ამაზონიტი, ამეთვისტო ან გიაცინტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, შარდ-სასქესო სისტემა.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

პარასკევი

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტი, ტურისტული ლაშქრობები. მოერიდეთ მშენებლობას, ყურის გახვრეტას. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ქარვა ან იაგუნდი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, ტევზებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა მშენებლობა, ყურის გახვრეტა. შეფერხებაა მოსალოდნელი ბიზნესში. კარგია მოგზაურობა, მგზავრობა, უცხოელებთან კონტაქტი. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, იაგუნდი ან ქარვა. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

კვირა

კარგია ხეხილის დარგვა, მშენებლობა, მოგზაურობა, სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები. მოერიდეთ გაცვლით ოპერაციებს, ტატუს გაკეთებას, ახალ კავშირებს, ქორწინებას. ატარეთ ყავისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი, მწვანე ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი ,ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი ან მარჯანი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ძვლები ,ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები, კანი.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა