კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 14:00
ორშაბათი
არ ვარგა ქორწინება, სახლის მშენებლობის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა, სესხის აღება, კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა, ვაჭრობა, ცხოველის შეძენა. ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, აქატი, ოპალი, მარჯანი, მალაქიტი ან რუხი ტოპაზი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება კუჭი, მკერდი ,ღვიძლი, გული.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
სამშაბათი
მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ხელშეკრულების დადებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, ყურის გახვრეტას, მცენარეების დარგვა-გადარგვას, ნიშნობას, ქორწინებას, ვაჭრობას. კარგია მშენებლობა, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სარდიონი ან სერდოლიკი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოიმატებს ეჭვიანობა. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ხელშეკრულების დადებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, ყურის გახვრეტას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. კარგია მშენებლობა, საყიდლების გაკეთება, თმის შეჭრა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თევზებისთვის, თხის რქებისთვის
ხუთშაბათი
გეომაგნიტური დღე
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, არ აჰყვეთ პროვოკაციებს. არ ვარგა ქორწინება, ახალი ნაცნობობა, გამოცდების ჩაბარება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, სარისკო მოქმედებები. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, დიეტის დაწყება, თმის შეჭრა. ატარეთ მწვანე, ყვითელი, ნაცრისფერი, კრემისფერი ან თეთრი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ონიქსი ან ოპალი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
პარასკევი
გაადვილდება მიზნის მიღწევა, მოიმატებს ინტუიცია. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, ქორწინება, გამოცდის ჩაბარება, გარისკვა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. კარგია ვაჭრობა, საბანკო-საფინანსო ოპერაციები, თმის შეჭრა. ატარეთ ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ონიქსი, აქატი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
შაბათი
არ ვარგა მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ცხოველის კასტრაცია. კარგია ქორწინება, გარიგებები, ვაჭრობა, თმის შეჭრა, მუსიკალური აპარატურის შეძენა, ექიმთან კონსულტაცია. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი მალაქიტი, აქატი, ნეფრიტი, ლაზურიტი ან ჟადეიტი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ყელი, თირკმელები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
კვირა
გეომაგნიტური დღე
კარგია ქორწინება, მეგობრული კონტაქტები, პარტნიორული თანამშრომლობა, საყიდლების გაკეთება. მოერიდეთ მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ტოპაზი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, კანი.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის
ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, ტევზებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


