ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№41

ავტორი: „თბილისელები“ 14:00

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარმული გამოცდის პერიოდია. არ ვარგა სახლის მშენებლობის დაწყება, ქორწინება, ადგილსამყოფელის შეცვლა, სესხის აღება. მაღალია ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა. კარგია საყიდლების გაკეთება, ვაჭრობა. ატარეთ თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი ,აქატი, მარჯანი, ამეთვისტო ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოიმატებს სასიყვარულო ცდუნებების და ფინანსური შეცდომების ალბათობა. მოერიდეთ გადაღლას. არ ვარგა ყურის გახვრეტა. კარგია ვაჭრობა, საყიდლების გაკეთება, გასართობი ღონისძიებები. ატარეთ მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი, ცისფერი, წითელი, ყვითელი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, მარჯანი, ბრილიანტი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმრის ახდენა საეჭვოა. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ხერხემალი, გულსისხლძარღვოვანი სისტემა.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია მშენებლობის დაწყება, ახალი ნაცნობობა, თმის შეჭრა. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა ან სარდიონი. სიზმარი ახდება. სუსტდება გული, სისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, მორიელებისთვის

ხუთშაბათი

მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ხელშეკრულების დადებას, მცენარეების დარგვა-გადარგვას, ადგილსამყოფელის შეცვლას, ნიშნობას, ქორწინებას. კარგია მეგობრული კონტაქტები, ახალი სამსახურის დაწყება, თმის შეჭრა, მშენებლობის დაწყება. ატარეთ ნარინჯისფერი, ყვითელი, ბეჟი, წითელი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა ან სერდოლიკი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

პარასკევი

მაღალია ავარიების ალბათობა, ამიტომ იყავით ფრთხილად. არ ვარგა ახალი ნაცნობობა, გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, გარიგებები, თმის შეჭრა. ატარეთ მწვანე, ვერცხლისფერი, ყვითელი, ბეჟი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

მოერიდეთ რისკს, ახალ ნაცნობობას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, დიეტის დაწყება, ვაჭრობა. ატარეთ ნაცრისფერი, კრემისფერი, ყვითელი, მწვანე ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი ,აქატი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

კვირა

კარგია გეგმების დასახვა, ქორწინება, მკურნალობის დაწყება, შემოქმედებითი მუშაობა, ნიადაგის დამუშავება. მოერიდეთ მოძრავი ქონებით ვაჭრობას, ცხოველების კასტრაციას. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ფირუზი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა