ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№37

ავტორი: „თბილისელები“ 14:00

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

ნუ იქნებით ზედმეტად ემოციური. არ ვარგა სახლის მშენებლობის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა, სესხის აღება. კარგია ვაჭრობა, სანათესავო ურთიერთობები, სასამართლო პროცესები. ატარეთ მწვანე, თეთრი, ბეჟი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, აქატი, მალაქიტი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება მკერდი, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

სამშაბათი

მოერდიეთ ქორწინებას, ადგილსამყოფელის შეცვლას, სესხის აღებას, მშენებლობის დაწყებას. კარგია საყიდლების გაკეთება, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ვაჭრობა. ატარეთ თეთრი, მწვანე, იისფერი, ცისფერი ან კრემისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ზურმუხტი, რუხი ტოპაზი, ოპალი, მარჯანი ან მალაქიტი. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ოთხშაბათი

უსმინეთ ინტუიციას. არ აჰყვეთ ცდუნებებს. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას, ნიშნობას, ქორწინებას. კარგია ახალი სამსახურის დაწყება, სასამართლო პროცესები. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, სარდიონი ან ქარვა. სიზმარს ნუ დაუჯერებთ. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მცირდება ენერგია. არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, ადგილსამყოფელის შეცვლა, მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ტრავმულ-ავარიული დღეა. კარგია მშენებლობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ბეჟი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, სარდიონი, მთის ბროლი, სერდოლიკი ან ქარვა. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

პარასკევი

გამოიჩნეთ მეტი ყურადღება მოვლენების მიმართ. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ადგილსამყოფელის შეცვლას, ქორწინებას, ნიშნობას. მნიშვნელოვანი საქმეების დღის პირველ ნახევარში განახორციელებთ. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, ბეჟი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი მალაქიტი, ყვითელი ან მწვანე იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება გულსისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი, ნაწლავთა სისტემა.

პოზიტიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა ახალი ნაცნობობა, მგზავრობა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, გამოცდების ჩაბარება, ახალი საქმის დაწყება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. კარგია დიეტის დაწყება, ვაჭრობა. ატარეთ მწვანე, ყვითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ონიქსი. სიზმარი ახდება. სუსტდება კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა, ნაწლავთა სისტემა.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის, მერწყულებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

იყავით ყურადღებით. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ახალი საქმის დაწყებას, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხება-გასესხებას. კარგია დალაგება-დასუფთავება. ატარეთ ცისფერი, იისფერი, ლურჯი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, გიშერი ან ონიქსი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა