ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№31

ავტორი: „თბილისელები“ 14:00

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ორშაბათი

არ ვარგა მშენებლობა, ყურის გახვრეტა. კარგია მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტი, კაპიტალდაბანდება. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, სარდიონი, ამეთვისტო, იაგუნდი ან საფირონი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

სამშაბათი

გეომაგნიტური დღე

კარგია შეხვედრები, მოლაპარაკებები, უცხოელებთან კონტაქტი, კაპიტალდაბანდება, სამეცნიერო კვლევა. მოგზაურობისას შესაძლოა იღბლიანი გაცნობა. დაიცავით სიმშვიდე და აკონტროლეთ ემოცია. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, იისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ლაზურიტი, ონიქსი, ქრიზოპრაზი ან იაგუნდი. სიზმარი დაიმახსოვრეთ. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ძვლოვანი სისტემა, სახსრები, მუხლები.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ოთხშაბათი

გეომაგნიტური დღე

იყავით ყურადღებით. კარგია რემონტი, უძრავი ქონების ყიდვა. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს, ქორწინებას. ატარეთ კრემისფერი, ნაცრისფერი, ყვითელი, ლურჯი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მარჯანი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლები, სახსრები, მუხლები, ხერხემალი, კბილები.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის, სასწორებისთვის

ხუთშაბათი

არ ვარგა ფინანსური ოპერაციები, ვაჭრობა, ახალი კავშირები, ქორწინება. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ბეჟი, ყვითელი, მწვანე, ნაცრისფერი ან შავი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლები ,სახსრები, კბილები, მუხლები, ხერხემალი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე. მოერიდეთ ხალხის მასებს. არ ვარგა მცენარეების დარგვა-გადარგვა. კარგია სახლის მშენებლობა, ბინის შეცვლა, ტექნიკის შეძენა. ატარეთ ვერცხლისფერი, ცისფერი, ყვითელი, წითელი ან ვარდისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ციტრონი. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ვენები, ნერვული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს სავსემთვარეობაა-მზის და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება. მოიმატებს აგრესია, კონფლიქტები, ჯანმრთელობის გაუარესება, ტრავმები. იყავით ფრთხილი. მოერიდეთ სესხება-გასესხებას, ყიდვა-გაყიდვას. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს. ატარეთ ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი ან ვერცხლისფერი სამოსი, ქვებიდან კი გიშერი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან საფირონი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ვენები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

კვირა

მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, საიდუმლო მოქმედებებს. კარგია მგზავრობა, შემოქმედებითი მუშაობა, ქორწინება, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ იისფერი, მწვანე, ლურჯი, ვერცხლისფერი ან ფირუზისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი, ამეთვისტო ან გიშერი. სიზმარი ახდება. სუსტდება ტერფები, თვალები, ნერვული სისტემა.

პოზიტიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, სასწორებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა