ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი 

№19

ავტორი: „თბილისელები“ 14:00

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ორშაბათი

გეომაგნიტური დღე

დღეს სავსემთვარეობაა, რთული ენერგიების და მოვლენების დღე. იყავით ყურადღებით. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხება-გასესხებას, ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფელის შეცვლას. კარგია გეგმების დასახვა, სამეცნიერო კვლევა, კოსმეტიკური პროცედურები. ატარეთ ბორდოსფერი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, გიშერი, მარჯანი ან იასპი. სიზმარი ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: კირჩხიბებისთვის, კუროებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, ემრწყულებისთვის

სამშაბათი

კარგია შემოქმედებითი მუშაობა, უცხოელებთან კონტაქტი, მგზავრობა, ხელშეკრულების დადება. მოერიდეთ მშენებლობას, ყურის გახვრეტას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ლაზურიტი, საფირონი, ამეთვისტო ან იაგუნდი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, თევზებისთვის

ოთხშაბათი

კონფლიქტური დღეა. არ ვარგა მშენებლობა, ყურის გახვრეტა, მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერა. კარგია კაპიტალდაბანდება, სამეცნიერო კვლევა, მგზავრობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი ან იისფერი სამოსი, ქვებიდან კი ფირუზი, ლალი, სარდიონი, ციტრონი ან ნეფრიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

არ ვარგა მშენებლობა. კარგია მეგობრული კონტაქტები, კაპიტალდაბანდება, პარტნიორული თანამშრომლობა. ატარეთ წითელი, ყვითელი, იისფერი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი ,ქვებიდან კი ფირუზი, ქარვა, საფირონი, ლაზურიტი ან იაგუნდი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, ძვლოვანი სისტემა, სახსრები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის

პარასკევი

გეომაგნიტური დღე

ნუ დასახავთ გეგმებს. კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა. მოერიდეთ საფინანსო ოპერაციებს, ქორწინებას, გაცვლით ოპერაციებს, ახალ კავშირებს. ატარეთ ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე, ნაცრისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი ,ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი ან იაგუნდი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

შაბათი

გეომაგნიტური დღე

მაღალია მოტყუების ალბათობა. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს, ვაჭრობას, ქორწინებას. კარგია მანქანის და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ექიმთან კონსულტაცია. ატარეთ კრემისფერი, ნაცრისფერი, ყვითელი, ლურჯი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი ,ქრიზოპრაზი ,აქატი, მალაქიტი ან მარჯანი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება ძვლები, სახსრები, კბილები, ხერხემალი, კანი.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

კვირა

კარგია აქტიური დასვენება, სახლის მშენებლობა, ადგილსამყოფელის შეცვლა, მოგზაურობა. მოერიდეთ გადაღლას. ატარეთ ვერცხლისფერი, ცისფერი, წითელი, ყვითელი ან ვარდისფერი სამოსი, ქვებიდან კი აკვამარინი, საფირონი, ცირკონი, ციტრონი ან ლაბრადორი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნერვული სისტემა, თვალები, ვენები, ფეხის კუნთები.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა